სამზარეულოს გზამკვლევი

დაბნეულობა და გაუგებრობა ეროვნული სამზარეულოს კერძების მომზადებისას უცხო ნამდვილად არაა მათთვის ვინც იმიგრაციაში იმყოფება. საკმაოდ რთულია ქართული კერძების მომზადება იმიგრაციის პირობებში, რადგანაც ყველა ის საჭირო კომპონენტი, რომელიც კერძებს სჭირდება არ მოიპოვება ან უბრალოდ ბაზარზე სხვა, ჩვენთვის უცნობი სახელით არის წარმოდეგნილი. უცხოელთა დასაპურებლად ან თუნდაც საკუთარი გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად ბევრს შექმნია პრობლემა, დაწყებული ხაჭაპურის ყველით დამთავრებული ხინკლის საკმაზის მომზადებით. თუმცა ბევრი “გამოცდილი იმიგრანტი” ახერხებს ეროვნული რეცეპტების ადაპტირებას და გამოსავალსაც პოულობს. მაგ: ხაჭაპურის ყველის ჩანაცვლება ხდება ბერძნული ფეტასა და იტალიური მაცარელას გაერთიანებით, თუმცა ყველის სხვა ვარიაცებიცაა შესაძლებელი, საბოლოოდ მაინც თქვენს გემოვნებაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე რამე რეცეპტებზე და წესებზე. 

ამ სტატიაში შევეცდები ოდნავ მაინც გავამარტივო თქვენი კულინარული პრობლემები და თარგმანში დაკარგვა, რადგანაც ყველაზე ხშირად სწორედ ეს ხდება. საკმარისია ვინმემ იკითხოს ემიგრანტებისა და იმიგრანტების ჯგუფში, რაიმე ქართული სუნელის ინგლისური სახელი რომ უმალ მინიმუმ 50 სხვადსხვა ვერსიას შესთევაზებენ. ალბათ დამეთანხმებით, ნამდვილად სამწუხარო რეალობაა. 

მაშ ასე, დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული კითხვით, რომელი ფქვილი უნდა შევიძინოთ ხაჭაპურის გამოსაცხობად? ამერიკული ბაზარი გაჯერებულია უთვალავი დასახელებისა და სახეობის ბურღულეულითა და ფქვილეულით, მაგრამ ხაჭაპურისთვის საჭირო ფქვილი მხოლოდ ერთია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ თქვენი გემოვნური თვისებების დაკმაყოფილებამდე მიდის, თუმცა სხვების გამოცდილებით შესაძლებელია ზედმეტი ხარჯი და კულინარული ჩავარდნა ავიცილოთ თავიდან. სუპერმარკეტში საყიდლებზე მისვლისას ცხობის განყოფილებაში მოხვდებით, სადაც ხაჭაპურისთვისა და პურის გამოსაცხობად იდეალურ ბრენდს ნახავთ. King Arthur << რეკომენდერებულია ამ კომპანიის ნაწარმი, ეტიკეტზე უნდა ეწეროს All-Purpose White Flour. ყურადღება მიაქციეთ რომ სხვა სახეობის მარცვლეული არ იყოს შერეული და არც საფუარი ჰქონდეს დამატებული, რადგანაც ამერიკულ ბაზარზე ხშირად შეხვდებით ფქვილს, რომელსაც უკვე დამატებული აქვს საფუარი, საქმის გამარტივებისთვის.

რაც შეეხება საფუარს, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ Red star ან Fleischmann’s Yeast საკმაოდ პოპულარული და სანდო კომპანიაა, რადგანაც ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა როცა  მიყიდია საფუარი და არ ამოსულა ცომი, მიზეზი მარტივია, თბილ თაროებზე ნადები საფუარი უვარგისია. სითბო კლავს საფუარს. გირჩევთ იყიდოთ მაცივრის თაროზე შენახული საფუარი. გაითვალისწინეთ საფუარი ცოცხალი ორგანიზმია და წესით მაცივარში უნდა ინახებოდეს. ასევე გასათვალისიწინებელია, რომ აქ შეხვდებით რამდენიმე სახის საფუარს, სწრაფი მოქმედებისა და ჩვეულებრივი მოქმედების. ხელით მოსაზელი ცომისთვის და მანქანაში ჩასაყრელი საფუარი. ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია დატანილია ყველა შეფუთვაზე. 

რაც შეეხება ხაჭაპურის ყველს და მაწონს; მაწონი შეგიძლიათ მარტივად ჩაანაცვლოდ ბერძნული იოგურტით. ჩობანის იოგურტი ჩვეულებრივი ცხიმიანობისა და დანამატების გარეშე. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, ხშირად ეს იოგურტები ვანილის და სხვადსხვა დანამეტბით იყიდება. თქვენ კი გჭირდებათ ცხიმიანი და უბრალო იოგურტი, რომელსაც როგორც წესი ლურჯი ეტიკეტით ჰყიდიან. თუ ახლომახლო ქართული მაღაზია მოგეპოვებათ მაშინ მაწვნის პრობლემა არ გექნებათ, მარტივად იყიდით.

რაც შეეხება ყველს, როგორც ზემოთ ვახსენე, ბევრი ადამიანი ერთმანეთში ურევს რამდენიმე სახეობის ყველს, თუმცა მე გირჩევთ შეიძინოთ კარიბული ყველი, რომელიც ერთი ერთში ჰგავს კარგ და ახლადგამოხდილ იმერულ ყველს, მცირე ცხიამიანობის გამო კარაქის დამატება კარგი იქნება. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს Cooking Cheese

ეს ორი დასახელების ყველია, რომელიც იდეალურად უხდება ხაჭაპურის ცხობას. 

მიუხედავად იმისა, რომ სანელებლები ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, ხშირად პრობლემას წარმოადგენს მათ მრავალფეროვნებაში გარკვევა. ზოგჯერ გამოცდილი მზარეულებიც კი ვერ არჩევენ, რომელია უცხო და რომელი ხმელი სუნელი. სუნელები უფრო კომპლექსური პრობლემაა ვიდრე იმიგრაციაში ხაჭაპურის ცხობა. ქართული კერძების მომზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტური სუნელების გამოყენება, წინააღმდეგ შემთქვევაში ვერ მივიღებთ იმ მომაჯადოვებელ და ფანტასტიკურ გემოს რომელიც ჩვენი სამზარეულოს ხიბლია!  თითქმის ყველა სუნელის შეძენაა შესაძლებელი აქ, პრობლემას არ წამორადგენს არც უცხო სუნელი და არც ყვითელი ყვავილი. ჩემთვის ყველაზე პრობლემური მხოლოდ 2 სუნელია, სვანური მარილი და ხმელი სუნელი, თუმცა მონდომებისა და სიზარმაცის დაძლევის შემთხვევაში თავადაც კარგად შევკმაზავ ორივე სუნელს. 

ახლა, შევეცდები დავწრილებით და დეტალურად ავხსნა/გესაუბროთ სუნელებზე და მათი სახელების ვარიაციებზე. ქვემოთ იხილავთ ცხრილს, სადაც ქართული სახელის გასწვრივ ნახავთ მის ინგლისურ დასახელებას, რომელიც ზუსტი ბოტანიკური თარგმანია და არა რომელიმე თარჯიმნის ფანტაზიისა და ინტერპრეტირების შედეგი. ხშირად ჰგონიათ რომ კარგი მზარეულობა ნიშნავს რომ ყველა სუნელის ბოტანიკური სახელიც იციან, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ასე.

რატომ? პირველ რიგში სუნელები არის ბალახები და მცენარეები. თითოელ მათგანს გააჩნია ტიპური გემოვნური თვისებები და სამკურნალო ან საზიანო მახასიათებლები, რომელსაც კონკრეტული მეცნიერება სწავლობს და მას ბოტანიკა ჰქვია. ამ აზრის დასაცავად, მეცნიერულ დასტურად მხოლოდ ულუმბოს (უცხო სუნელის) ქიმიური შემადგენლობაც კმარა.

ულუმბო შიეცავს А, С, В1, В2, В3, В4, В9; K, Ca, Se, Mg, Fe, P, Mn, Na, Cu, Zn მიკრო, მაკრო ელემენტებსა და ვიტამინებს. ულუმბო აუმჯობესებს განწყობას და მხედველობას, უზრუნველყობს უჯრედების მომარაგებას ჟანგბადით. ის იმ ადამიანებსაც დაეხმარებათ, ვისაც მოსაწესრიგებელი აქვს წყლის ბალანსის დარეგულირების საკითხი.

შესაძლოა უბადლო მზარეულიც იყო, თუმცა მაინც გქონდეს პრობლემა კამისა და ცერეცოს, ან ძირასა და კვლიავის გარჩევაზე, რაც ძალიან ხშირი პრობლემაა საქართველოში. ხშირად იმას, რასაც ძირას ვეძახით კვლიავია. მაგალითად დას. და აღმ. საქართველოში ერთსადაიმავე სახელებით მოისხენიებენ სხვადასხვა მცენარეს, როგორც ეს ხდება ცერეცოს და კამის შემთხვევაში. ალბათ დამეთანხმებით, ამას შესაძლოა კურიოზული და საზარალო შედეგი მოჰყვეს როდესაც აქაური მაღაზიაში არასწორედ ნათარგმნი დასახელებით იყიდით სუნელს. სწორედ ამიტომაც გირჩევთ ისარგებლოთ ბოტანიკური სახელების ცხრილით. 

ცხრილში მოცემულია ყველაზე გავრცელებული ბალახების/სანელებლების სახელები სწორი თარგმანით.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.