დღეს მშრომელთა დღეა

რატომ აღინიშნება მშომელთა დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში?

წელს, 2019 წელს არის ამ დღის აღნიშვნის 125 წლისთავი, როგორც ეროვნული ზეიმი. როგორც უმრავლესობა დღესასწაულებისა მშრომელთა დღე მოძრავი საერო დღესასწაულია და ის აღინიშნება ყოველი წლის სექტემბრის თვის პირველ ორშაბათს.

ეს დღე ფედერალური უქმე დღე გახლავთ და ამ დღეს ყველა ფედერალური თუ ლოკალური მმართველობის სააგენტო და დეპარტამენტი დაკეტილია, ასევე არ მუშაობს ბანკები, სკოლები, ფოსტა და სხვა საჯარო დაწესებულებები.

ამ დღის აღნიშვნა შტატებში 1885-86 წლებში დაიწყეს, თუმცა მხოლოდ ლოკალურ და არა ეროვნულ დონეზე. პირველი შტატი, რომლებმაც ამ დღის აღნიშვნის კანონი შეიტანა შტატის კონგრესში ნიუ იორკისშტატი იყო, თუმცა ორეგონის შტატმა პირველმა მოახდინა ამ კანონის რატიფიცირება. 1887 წელს: ორეგონის, ნიუ ჯერზის, კოლორადოს და ნიუ იორკისშტატებმა მოახდინეს კანონის რატიფიცირება. ამ შტატების მშრომელი კლასის მოქალაქეების სოციო-ეკონომუკურიცხოვრების გაუმჯობესების მხრივ ეს პირველი ნაბიჯი გახლდათ. საუკუნის მიწურულს კი შტატების 3/4 ჰქონდა ეს კანონი რატიფიცირებული და კონგრესმაც არ დააყოვნა, 1894 წლის 28 ივნისს უყარა დოკუმენტს კენჭი და პრეზიდენტ გრუვერ ქლივლენდის ხელმოწერის შემდეგ ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

ისტორიკოსების, მკვლევარებისა და სოციოლოგების აზრით ან დღემ “სულზე მიუსწრო” ამერიკელ მშრომელებს, რადგანც19-ე საუკუნის მიწურულს მშრომელებს არაადამიანურ პირობებში უწევდათ მუშაობა. არ არსებობდა ჯანდაცვა და სადაზღვეო სისტემა, მშრომელის საწარმოო ტრავმა ან სიკვდილი არაფერს ნიშნავდა დამსაქმებლისთვის. არ იყო დაცული ელემენტარული შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები და მოთხოვნები. იმ წლებში შრომითი პირობები არ რეგულირდებოდა კანონით და ხშირად დამსაქმებლის კეთილ ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ქალებისთვის, კაცებისთვის და 5-6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის ხშირად 12-18 საათიანი და 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრებოდა.

ნუ გეგონებათ რომ ეს უფლებები მშრომელმა ხალხმა მარტივად და იოლად მიიღეს, ხშირად მშრომელთა სისხლით იწერებოდა ყოველი ახალი საკანონმდებლო ცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. 1884 წელს ილინოისის შტატში გაიფიცა 250,00 მშრომელი. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა რომ შეწყვეტილიყო გაფიცვა, მუშები არ აპირებდნენ გაფიცვის შეწყვეტას, რადგანაც მათი მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული.

ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ქლივლენდმა გადადგა საზარელი ნაბიჯი. ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, რამაც მის რეპუტაციასა და პოლიტიკურ კარიერას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. პრეზიდენტმა ჩიკაგოში გაგზავნა ეროვნული გვარდია, გაფიცვის ჩახშობის ოპერაციას 26 ადამიანი ემსხვერპლა, ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელის ტყვიამ იმსხვერპლა. რას ითხოვდნენ მუშები? ისინი ითხოვდნენ 18 საათიანი სამუშაო დღის 12 მდე შემცირებას და ხელფასის 20%-იან ზრდას. დამსაქმებელი მხოლოდ 10%-იან ზრდას დათანხმდა, ამის გამო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

წყარო

Facebook Comments