შრომის დეპარტამენტის მდივანი გადადგა

მდივანი ა.აკოსტა – Photo Credit: Shutterstock

შრომის დეპარტამენტის მდივანი – ალექსანდრ აკოსტა თანამდებობიდან გადადგა. ის მოვალეობას მომდევნო პარასკევამდე შეასრულებს. ამის შესახებ Hill-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, აკოსტამ ეს გადაწყვეტილება სკანდალის ფონზე მიიღო. საუბარია გარიგებაზე, რომელიც პროკურორებმა 2008 წელს სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დადეს.

მდივნის განმარტებით, მან პოსტის დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე მოვლენებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტაციას ზიანი არ მიაყენოს.

ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.

2008 წელს ეპშტეინი არასრულწლოვნებთან ინტიმური კავშირის ბრალდებით დააკავეს. ის სექსის სანაცვლოდ ფულს იხდიდა მაშინ ციხეში მხოლოდ 13 თვით ჩასვეს, თუმცა ბრალად არასრულწლოვან გოგოებთან სექსუალური ურთიერთობა და შემდეგ ამ გოგოების სხვებისთვის გადაცემა ედებოდა.

აკოსტა 2008 წელს ფლორიდის შტატის ფედერალური პროკურორი და ეპშტეინთან გარიგების ერთ-ერთი მონაწილე იყო.

Facebook Comments