საბინაო ლატარია – გრინპოინტში თამაშდება 60 ბინა

ხედი

თუ გსურთ თქვენი მისამართი იყოს 211 McGuinness Boulevard სადაც ახალი ფეშენებელური და 2019 წლის სტანდარტებით აშენებული შენობა შენდება, მაშინ ეს პოსტი თქვენთვის გახლავთ 😉  ახალაშენებულ შენობას ექნება უფასო: ბაღი და აუზი, ბიბლიოთეკა, ფარეხი (ე.წ. პარკინგი) და შვეიცარი. ფასიანი იქნება დამატებითი საკუჭნაო ოთახი, ბავშვებისთვის სათამაშო ოთახი, განტვირთის ოთახი მოზრდილთათვის და ფიტნეს-ცენტრი (ე.წ. ჯიმი)

Screen Shot 2019-01-06 at 8.56.09 PMScreen Shot 2019-01-06 at 8.56.23 PMScreen Shot 2019-01-06 at 8.56.31 PM

იმისათვის რომ დააკმაყოფილოთ ლატარიის პირობები, თქვენი შემოსავალი უნდა იყოს: მცირე ფართის შემთხვევაში ქალაქ ნიუ იორკის საშუალო შემოსავლის 80% მაინც,  უფრო დიდი ფართის სურვილის შემთხვევაში ქალაქ ნიუ იორკის საშუალო შემოსავლის 130%.

საშუალო შემოსავლის 80%-ის შემთხვევაში

სტუდიოს შემთხვევაში თქვენი შემოსავალი უნდა იყოს ერთ ადამიანზე 42,206$. ლატარიაში თამაშდება 5 სტუდი რომლის თვიური ქირა შეადგენს 1,045$-ს.

ერთსაძინებლიანი ოთახის შემთხვევაში თქვენი შემოსავალი უნდა იყოს ერთ ადამიანზე 44,675–58,480$ ანდა 44,675–68,800$ 2 ადამიანზე. ლატარიაში თამაშდება 28 ერთსაძინებლიანი ბინა რომლის თვიური ქირა შეადგენს 1,064$-ს.

ორსაძინებლიანი ბინის შემთხვევაშიწლიური შემოსავალი უნდა შედაგენდეს: ორი ადამიანისთვის 5З,14З–66,800$-ს, სამი ადამიანისთვის 5З,14З–75,120$-ს, ხოლოოთხი ადამიანის შემთხვევაში  5З,14З–8З,440$. ლატარიაში თამაშდება 7 ორსაძინებლიანი ბინა რომლის თვიური ქირა შეადგენს 2,795$-ს.

საშუალო შემოსავლის 130%-ის შემთხვევაში

სტუდიოს – შემთხვევაში თქვენი შემოსავალი უნდა იყოს ერთ ადამიანზე 81,840–95,0З0$. ლატარიაში თამაშდება 2 სტუდიო რომლის თვიური ქირა შეადგენს 2,101$-ს.

ერთსაძინებლიანი ოთახის შემთხვევაში თქვენი შემოსავალი უნდა იყოს ერთ ადამიანზე 87,7З8–95,0З0$, ანდა 87,7З8–108,550$  2 ადამიანზე. ლატარიაში თამაშდება 15 ერთსაძინებლიანი ბინა რომლის თვიური ქირა შეადგენს 2,320$-ს.

ორსაძინებლიანი ბინის შემთხვევაშიწლიური შემოსავალი უნდა შედაგენდეს: 105,22З–108,550$, სამი ადამიანისთვის 105,22З–122,070$, ხოლო 4 ადამიანის შემთხვევაში 105,22З–1З5,590$. ლატარიაში თამაშდება 3 ორსაძინებლიანი ბინა რომლის თვიური ქირა შეადგენს 2,795$-ს.

აპლიკაციის შევსება შესაძლებე.ლია ონლაინ ამ ბმულზე გადასვლით ან ამობეჭდილი აპლიკაციის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: OTTO Greenpoint, 260 Powers Street, Brooklуn, NY 11211
ამ საიტზე 
იხილავთ დამატებით და დეტალიზირებულ ინფორმაციას ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართების შესახებ.
თუ კვლავაც ვერ მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, მაშინ დაუკავშირდით ქალაქ ნიუ იორკის მერიას ცხელ ხაზზე  
311

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.