უსტატუსო და არალეგალ იმიგრანტებს კალიფორნიის შტატში ჯანმრთელობის დაზღვევა ექნებათ

კალიფორნიის გუბერნატორი გეივენ ნიუსომი PhotoCredit: Rich Pedroncelli/AP

დღეს ბრიფინგზე კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გეივენ ნიუსომმა პროექტი წარმოადგინა, რომელიც ძალაში 2020 წლის იანვარში შევა. პროექტის თანახმად, კალიფორნია გახდება პირველი შტატი, რომელიც უსტატუსო და არალეგალ (იგულისხმება სასაზღვრო პუქნტის გვერდის ავლით შემოსული ადამიანები) იმიგრანტებს მისცემს საშუალებას ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლონ, რომელსაც კალიფორნიის შტატი გადაუხდის. ამ სადაზღვეო პაკეტს შემოკლებით Medi-Cali ერქმევა, რომელიც მედიქ-ეიდის საპიროწონედ მოიაზრება.

კალიფორნიის შტატის სენატში ამ პროექტის განხილვას ცხარე კამათი მოჰყვა რესპუბულიკური პარტია არ უჭერს მხარს პროექტს, თუმცა რადგანაც სენატში დემოკრატები წარმოადგენენ უმრავლესობას გუბერნატორის ეს ინიციატივა დამტკიცდება და ის ამოქმედდება.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსამართლოა გადასახადის გადამხდელთა ფულის ისეთ ადამიანებზე მოხმარება, რომლებიც ქაღალდეზეც კი არ არსებობენ და ქვეყანაში არალეგალურად არინ შემოსულები.

გარდა ამ პროექტისა, რესპუბლიკული პარტიის წევრები ასევე ეწინააღდეგებოდნენ გუბრენატორის კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის თანახმად, კალიფორნიის შტატში კვლავაც დაჯარიმდებიან ადამიანები თუ ისინი არ ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ეს პრეზიდენტ ობამას დროინდელი რეგულაციით, ფედერალურ დონეზე იყო კანონის სახით, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა, თუმცა, კალიფორნიის შტატმა ეს რეგულაცია ადგილობრივი, შტატის დონეზე ისევ აამუშავა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით: დაზღვევის მისაღებად თქვენ უნდა იყოთ 19-25 წლის, და თქვენი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ფედერალურ სიღარიბის ზღვარს. ამ პროექტის ფარგლებში დაზღვევით ისარგებლებს 90,000-მდე ადამიანი და ის შტატის ბიუჯეტს დაუჯდება 98,000,000$, ადამიანებს დაურიდგდებათ ყოველთვიურად 100$ რათა მათ შეიძინონ ნებისმიერი კომპანიის სადაზღვეო მომსახურება.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.