ხსენების დღე – რას აღნიშნავენ ამ დღეს

ხსენების დღე აღინიშნება ყოველი წლის მაისის ბოლო ორშაბათს. ამ დღეს პატივს მიაგებენ ყველა იმ ჯარის მსახურ ქალსა და კაცს რომელმაც თავი შესწირა ა.შ.შ-ს.

ა.შ.შ-ში ამ დღის აღნიშვნა დაიწყეს 1865 წლის გაზაფხულზე.
თავდაპირველად, ამ დღეს დეკორაციის დღე ეწოდებოდა, და ყველა ქალაქსა თუ დაბაში მოსახლეობა გამოფენდა ამერიკის სიმბოლიკას აივნებზე და ფანჯრებზე, ამით ისინი პატივისცემას გამოხატავდნენ იმ ადამიანების მიმართ ვინც დაიღუპა ამერიკის სამოქალაქო ომში – რომელიც ითვლება ა.შ.შ-ს დასაბამად. ჟამთა ცვლასთან ერთად ემატებოდა სხვადასხვა ომებში დაღუპული ჯარის მსახურთა სახელები და საბოლოოდ ამ დღეს ყველა იმ ადამიანის მოსახსენიებლად ზეიმობენ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის.

1865 წელს, როდესც დასრულდა სამოქალაქო ომი, გადაწყდა ეროვნული გმირებისთვის სასაფლაოს ფორმირება, სწორედ ამ წელს დაფუძნდა არლინგთონის ეროვნული სასაფლაო, სადაც ომის გმირები იქნებოდნენ დაკრძალულები და უკვდავყოფილები. (არლინგთონის სასაფლაო – საქართველოში, თბილისის ძმათა და მუხადგვერდის გმირთა სასაფლაოების ექვივალენტი. რედ)

კონგრესმა 1971 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ეს დღე გამოცხადდა ფედერალურ უქმე დღედ.

როგორ აღინიშნება ეს დღე? ამ დღეს ყველა ჯარისკაცის საფლავის ქვაზე ხდება დროშის დამაგრება, ოჯახის წევრები იკრიბებიან და ყვავილებით ამკობენ საფლავებს, ასევე მიდიან ეკლესიებში და ესწრებიან ეროვნულ წირვა-ლოცვას რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი პარაკლისით გადაიხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ა.შ.შ-ს ჯარში მულტირელიგიური კონტიგენტი მსახურობს ყველა რელიგიურ დენომინაციას თავისი წეს-ჩვეულება გააჩნია.

ასევე, ამ დღეს ნახავთ, რომ ყველა საჯარო და ფედერალურ შენობაზე აღიმართება ა.შ.შ-ს სიმბოლიკები. თუმცა, დროშები ნახევრად აღმართული უნდა იყოს, რადგანაც ბოლომდე საზეიმო არ გახლავთ ეს დღე, დროშის ნახევრად აღმართვა ნიშნავს გლოვასა და ზეიმს ერთდროულად.

ზოგიერთი დიდი ქალაქი ამ დღეს აღნიშნავს სამხედრო აღლუმებით, სადაც მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურები. ამ დღეს ზოგიერთი ადამიანი იბნევს წითელ ყაყაჩოს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლოა და ტრადიციად იქცა შტატებში მისი გამოყენება როგორც ომში დაკარგული და დაღუპულების პატივსაცემად.

წყარო

Facebook Comments