50 წლის წინ – დღეს გაიარა ადამიანმა მთვარეზე

მთვარის ზედაპირი – ფოტო National Geographic

1969 წლის 20 ივ­ლი­სი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა, სწო­რედ ამ დღეს დად­გა ფეხი მთვა­რე­ზე ნილ არმსტრონ­გმა.

არმსტრონ­გი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სი­ის­თვის 1962 წელს NASA-მ შე­არ­ჩია. იგი 1969 წელს ედ­ვინ ალდრინ­თან (მთვა­რე­ზე და­საჯ­დო­მი კაპ­სუ­ლა “არ­წი­ვის” პი­ლო­ტი) და მა­იკლ კო­ლინ­თან (მმარ­თველ ხო­მალდ “აპო­ლო 11”-ის პი­ლო­ტი) ერ­თად მი­სია “აპო­ლო 11”-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. “აპო­ლო 11”-მა კე­ნე­დის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრი (ფლო­რი­და) 16 ივ­ლისს 1969 წელს და­ტო­ვა და 4 დღე­ში, 20 ივ­ლისს მთვა­რის ზე­და­პირ­ზე, ე. წ. “სიმ­შვი­დის ზღვა­ზე” და­ეშ­ვა. ამ მოვ­ლე­ნას მთე­ლი მსოფ­ლიო ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს. მთვა­რე­ზე და­საჯ­დო­მი კაფ­სუ­ლი­დან “არ­წი­ვი” ნილ არმსტრონ­გი გა­მო­ვი­და ხაზ­ზე: “ჰი­უს­ტონ, წყნა­რი ზღვის ბაზა. არ­წი­ვი დაჯ­და…”

1969 წლის 20 ივ­ლი­სის დი­ლას, 2 სა­ათ­სა და 56 წუთ­ზე არმსტრონ­გი ჩა­მო­დის ხო­მალ­დი­დან და პირ­ვე­ლი დგამს ფეხს მთვა­რე­ზე. ამ დროს ამ­ბობს ის­ტო­რი­ულ სი­ტყვას: “ეს პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი ადა­მი­ა­ნის­თვის, არის დიდი ნახ­ტო­მი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის.” 

ამ სი­ტყვე­ბის გარ­და არმსტრონ­გმა კი­დევ ერთი წი­ნა­და­დე­ბაც თქვა – “წარ­მა­ტე­ბე­ბი, მის­ტერ გრომ­სკი”. ჟურ­ნალ­სიტ­თა არ­მია დიდი ხნის მან­ძილ­ზე არ­კვევ­და, თუ ვინ იყო მის­ტერ გრომ­სკი. სა­ი­დუმ­ლოს, ფარ­და ისევ არმსტრონ­გმა ახა­და და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მოჰ­ყვა – “რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მე­ზობ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც გვა­რად გრომ­სკე­ბი იყ­ვნენ, ჩხუ­ბის ხმა გა­ვი­გე. კაცი ქალს ორა­ლურ სექსს სთხოვ­და, რა­ზეც ცოლ­მა მი­უ­გო – მა­გას მხო­ლოდ მა­შინ დაგ­თან­ხმდე­ბი, რო­დე­საც ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი არმსტრონ­გე­ბის ვაჟი მთვა­რე­ზე ფეხს დად­გამს”.

არმსტრონ­გის, მთვა­რე­ზე გა­დას­ვლი­დან 15 წუ­თის შემ­დეგ, ედ­ვინ ალდრი­ნი შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა აღ­მარ­თა. შემ­დეგ მათ მე­სა­მე ას­ტრო­ნავტ, მა­იკლ კო­ლინ­თან ერ­თად მთვა­რის გარ­შე­მო ბრუნ­ვა გა­ნაგ­რძეს. ამ 3 ას­ტრო­ნავტს შო­რის არმსტრონ­გი პირ­ვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვინც მთვა­რე­ზე დად­გამ­და ფეხს, ვი­ნა­ი­დან ის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე იყო და არა სამ­ხედ­რო პირი, რო­გორც მისი ორი­ვე თა­ნა­შემ­წე. არმსტრონ­გმა მთვა­რე­ზე 2 სა­ა­თი და 31 წუთი გა­ა­ტა­რა, გა­ი­ა­რა 250 მეტ­რი. მი­სია დე­და­მი­წა­ზე 24 ივ­ლისს დაბ­რუნ­და, ას­ტრო­ნავ­ტებ­მა შე­სას­წავ­ლად თან ქვის რამ­დე­ნი­მე ნა­ტე­ხი წა­მო­ი­ღეს.

ნილ არმსტრონგი – ასტრონავტი

გარ­და არმსტრონ­გი­სა, “აპო­ლო11”-ის ეკი­პაჟ­ში შე­დი­ოდ­ნენ: ძი­რი­თა­დი ეკი­პა­ჟი – ნილ არმსტრონ­გი (მე­თა­უ­რი); ედ­ვინ “ბაზ” ოლდრი­ნი (მთვა­რის მო­დუ­ლის პი­ლო­ტი), მა­იკლ კო­ლინ­ზი (სა­კო­მან­დო მო­დუ­ლის პი­ლო­ტი); დუბ­ლი­ო­რე­ბი: ჯე­იმზ ლო­ვე­ლი (მე­თა­უ­რი), ბილ ან­დერ­სი (სა­კო­მან­დო მო­დუ­ლის პი­ლო­ტი), ფრედ ჰე­ი­ზი (მთვა­რის მო­დუ­ლის პი­ლო­ტი).

“აპო­ლო 11” კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის კოს­მოდ­რო­მი­დან 1969 წლის 16 ივ­ლისს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 9 სა­ათ­ზე და 32 წუთ­ზე რა­კე­ტა-მა­ტა­რებ­ლით – სა­ტურ­ნი V გა­უშ­ვეს. იგი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე 12 წუ­თის შემ­დეგ გა­ვი­და. ერ­თნა­ხე­ვა­რი ორ­ბი­ტის შემ­დეგ მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი ჩა­ირ­თო და მან ხო­მალ­დი მთვა­რის­კენ მი­მა­ვალ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. 30 წუ­თის შემ­დეგ სა­კო­მან­დო/სერ­ვის მო­დუ­ლი სა­ტურნ V მე­სა­მე სა­ფე­ხურს გა­მო­ე­ყო და მთვა­რის მო­დულს შე­უ­ერ­თდა. ეს შე­ერ­თე­ბუ­ლი ხო­მალ­დი კი მთვა­რის­კენ გაფ­რინ­და.

“აპო­ლო 11” მთვა­რეს­თან 19 ივ­ლისს მიფ­რინ­და და ჩარ­თო სა­მუხ­რუ­ჭე ძრა­ვა, რათა მთვა­რის ირ­გვლივ ორ­ბი­ტა­ზე გა­სუ­ლი­ყო. შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე წრის დროს, როცა ხო­მალ­დი მთვა­რის ირ­გვლივ დაფ­რი­ნავ­და, ეკი­პა­ჟი და­საჯ­დომ ად­გილს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. და­საჯ­დომ ად­გი­ლად “სიმ­შვი­დის ზღვას­თან” (Mare Tranquillitatis) 20 კი­ლო­მეტრში არ­სე­ბუ­ლი კრა­ტე­რი “სა­ბი­ნე” აირ­ჩი­ეს, რად­გან იგი ბრტყე­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, რო­გორც ეს უპი­ლო­ტო ხო­მალ­დებ­მა – რე­ინ­ჯერ-8 და სერ­ვე­ი­ორ-5 და­ად­გი­ნეს.

გარ­და იმი­სა, რომ ამ გაშ­ვე­ბას ფლო­რი­და­ში არ­სე­ბუ­ლი კოს­მოდ­რო­მის მი­და­მო­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი უშუ­ა­ლოდ ადევ­ნებ­და თვალს, ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ მოვ­ლე­ნას 600 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და, ეს კი თა­ვის დრო­ზე რე­კორ­დი იყო. აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ნიქ­სო­ნი “აპო­ლო11”-ის მთვა­რე­ზე დაშ­ვე­ბას თეთ­რი სახ­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ას­ტრო­ნავ­ტე­ბი მთვა­რეს კი­დევ 6-ჯერ ეს­ტუმრნენ. ისი­ნი მთვა­რე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მთვა­რე­მავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. “აპო­ლო 11”-ის მიერ ჩა­მო­ტა­ნილ მთვა­რის ქვებ­სა და ქა­ნებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მთვა­რი­სა და დე­და­მი­წის შეს­წავ­ლა­ში.

მთვა­რე­ზე “აპო­ლო11”-ის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც არმსტრონ­გი, ამე­რი­კის დრო­შას ამაგ­რებს მთვა­რის ზე­და­პირ­ზე, სწო­რედ ამ ფო­ტო­დან წა­მო­ვი­და მო­საზ­რე­ბა, რომ ამე­რი­კე­ლებ­მა მთვარ­ზე დაჯ­დო­მა დად­გეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტა­ცია იყო. სუ­რათ­ზე ჩანს, რომ დრო­შა ირ­ხე­ვა, სწო­რედ ამ ფაქ­ტით ამ­ყა­რე­ბენ ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან მთვარ­ზე, სა­დაც სრუ­ლი ვა­კუ­უ­მია, შე­უძ­ლე­ბე­ლია დრო­შა ირ­ხე­ო­დეს. ამ იდე­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბი ლო­ბი­რებ­დნენ, რად­გან საბ­ჭო­თა კოს­მო­ნავ­ტი­კი­სათ­ვის (რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო) მძი­მე დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა ამე­რი­კე­ლე­ბის ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა. ამ იდე­ას ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძი­ლე­ზე ჰყავ­და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და დღე­საც ჰყავს, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ “NASA”-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის აქამ­დე უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი, რი­თიც დღემ­დე არ­სე­ბულ კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცა.

არმსტრონ­გის პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი მთვა­რე­ზე მარ­თლაც უდი­დე­სი იყო კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის. ამ დღის შემ­დეგ კოს­მო­სის კვლე­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ეტა­პი დი­წყო, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

მოამზადა ლადო გო­გო­ლა­ძე

Facebook Comments