ფლორიდაში თეთრი ნაციონალისტი დააკავეს, რომელიც სისხლს სვამს

თეთრი ნაციონალისტი, ავგუსტ სოლ ინვიქტუსი, რომელსაც 2016 წელს აშშ-ს სენატში მოხვედრაც სურდა (ფლორიდა), პოლიციამ დააკავა.

დაკავების მიზეზი, გატაცება, ძალადობა ოჯახში და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ინვიქტუსი, რომელიც ორლანდოელი ადვოკატი გახლდათ, პრესის ყურადღება მარკო რუბიოსთვის წარუმატებელი წინააღმდეგობის გაწევით გაითქვა, ეს უკანასკნელი კი 2016 წლის არჩევნებზე სენატში საკუთარ შტატს წარმოადგენდა.

2017 წელს ინვიქტუსმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, მან თხა დაკლა და მისი სისხლი ენის რიტუალის საპატივცემულოდ დალია. ამავე წელს შარლოსტვილის (ვირჯინია) საპროტესტო აქციაზე, ინვიქტუსი მთავარი სპიკერი გახლდათ, მის პროვოკაციულ გამოსვლას კი კონფლიქტი და რამოდენიმე გასროლაც მოჰყვა.

ფლორიდის პოლიციამ ავგუსტ სოლ ინვიქტუსი ხანგრძლივი დაკვირვების შემდგომ დააკავა, 15 იანვარს კი ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

წყარო

Facebook Comments