ცვლილება ნატურალიზაციის კრიტერიუმში

ცვლილება შეეხება სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას.

საიმიგრაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ახალი წესი, რომლის თანახმად, თუ იმიგრანტი წარსულში დაუკავებიათ ალკოჰოლური თრობის ან სხვა გამაბრუებელი საშუალების ზემოქმედების დროს ავტომობილის მართვისას, მას უარი ეთქმება ბინადრობის მოწმობაზე (ე.წ. Green Card) და აშშ-ს მოქალაქეობის მიღებაზე.

საიმიგრაციო სააგენტოში ამ წესის მიღებას ხსნიან ფედერალური გენ.პროკურორის ა.წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, თუ იმიგრანტი ერთი ან მეტჯერ ყოფილა დაპატიმრებული საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში, მაშინ მის საიმიგრაციო პროცესზე ეს ცუდად იმოქმედებს, და ჩაითვლება რომ იმიგრანტს აქვს “ცუდი მორალური ხასიათი”, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საიმიგრაციო პროცედურებისას.

საიმიგრაციო ოფიცრები დიდ ყურადღებას უთმობენ აპლიკანტის მორალურ სახეს. ისეთი ქმედებები, როგორიც არის: ბანდფორმირების, ტერორისტული ან ნებისმიერი ექსტრემისტული ჯგუფის წევრობა, იარაღის უკანონო ქონა/ტარება/გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა მათი რასობრივ-ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა რომელიმე სოციალური ჯგუფის მიკუთვნებულობის გამო, ტრეფიკინგის ორგანიზება ან/და ხელშეწყობა, პროსტიტუციაში ჩაბმა ან/და ხელშეწყობა, შანტაჟი და სხვ. – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი გამოიწვევს აპლიკანტისთვის მოქალაქეობაზე უარს და ზოგ შემთხვევაში ქვეყნიდან გაძევებასაც კი. (დეპორტაციას)

სააგენტო ასევე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვით, საყოველთაო უსაფრთხოებისა და სიკეთისთვის ეს წესი აუცილებელია.

Facebook Comments