ნიუ-ჯერზის შტატში Covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს

ნიუ-ჯერზის შტატში პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რადგან შტატში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს.

საგანგებო მდგომარეობა შტატებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანხები ფედერალური მთავრობისგან, რომელიც კონგრესმა გამოყო.

ნიუ-ჯერზის შტატში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის შესახებ შტატის გუბერნატორმა – ფილ მერფიმ ადგილობრივ ტელევიზებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცაცხადა.

მერფის განცხადებით, შტატში ვირუსის 6876 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 81 ლეტალურად დასრულდა, რაც წინა დღეებთან შედარებით სამჯერ მეტია.

წყარო

Facebook Comments