ნიუ-იორკის მერი: “ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ხანგრძლივი იქნება”

ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და ახალ სოციალურ პროექტს აანონსებს.

მერი მიმართავს ნიუ-იორკელებს მიმართონ მას კითხვებით, რომლებიც არსებობს და ის შეეცდება მათ უპასუხოს.


“მსოფლიო დიდი ხნის განმავლობაში ასეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო რამდენიმე კვირის წინ,” – წერს ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნიუ-იორკის მერმა დაწერა, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლა ხანგძლივი და რთული იქნება. 

“ჩვენ ველოდებით, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ხანგრძლივი იქნება. ვისურვებდი, რომ ნიუ-იორკში ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მიმდინარე პროგნოზით [ეს დრო] რამდენიმე თვეა. ჩვენ ველოდებით, რომ აპრილი იქნება უფრო მძიმე ვიდრე არის მარტი, მაისიც მძიმე იქნება,” – წერს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო ტვიტერზე. 

შტატი ნიუ-იორკი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-ს აღემატება. 18 000-მდე დაინფიცირებულია ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ყოველდღიურად მაჩვენებელი რამდენიმე ათასით იზრდება.

წყარო

Facebook Comments