ნიუ იორკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება

ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, ქალაქი ეტაპობრივ გახსნას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში მიღების მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.

ბილ დე ბლაზიომ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ნიუ იორკში კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხის მაჩვენებელი 15%-ის ქვემოთ არის.

„მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ იქითკენ მივდივართ, რომ ნიუ იორკის ეტაპობრივი გახსნა ივნისის პირველ ნახევარში დაიწყება. ქალაქის და შტატის დონეზე პროგრესს ვხედავთ“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა.

წყარო

Facebook Comments