პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო კოდექსის რეფორმის გეგმა

ვარდების ბაღში გამართულ მედია-ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა დღევანდელ საიმიგრაციო კანონდებლობაზე და მის მოუქნელობაზე გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. ბრიფინგის განმავლობაში პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ გეგმებზე და კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე, ასევე მან აღნიშნა, რომ საიმიგრაციო კოდექსი 50 წლის წინ დაიწერა და ის აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. გთავაზობთ იმ ძირითად პუნქტებს, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა და უახლოეს ხანებში ის კონგრესს წარუდგენს კოდექსის ცვლილების პაკეტს.

  1. სრულიად დაცული საზღვარი და მისი პერიმეტრი. პრეზიდენტი გეგმევას შექმნას ფონდი, რომელიც შეისვება საზღვრის გადაკვეთის პუნქტებიდან შემოსული თანხებით, ე.წ. სავიზო მოსაკრებელით. ამ ქმედებას ხსნის იმით, რომ მესაზღვრებსს ყოველთვის უწევთ ლოდინი სანამ კონგრესი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ზოგი ინიციატივის დაკმაყოფილებას წლებიც კი სჭირდება. ამ ფონდის არერბობის შემდეგ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავტონომიურ რეჟიმში შეძლებს და ის თვითდაფინანების მოდელით იმუშავებს.
  2. თავშესაფრის მინიჭების პროცედურებისა და ზოგადად კრიტერიუმების გადახედვა და მათი გაუმჯობესება, რადგანაც ბევრი იმიგრანტი სათავისოდ იყენებს საკანონმდებლო ლაფსუსებს, რაც ჩვენს საიმიგრაციო კოდექსს გააჩნია, ეს უნდა შეწყდეს, საიმიგრაციო კანონი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ადამიანის კეთილსინდისიერებაზე.
  3. საჭიროა საიმიგრაციო კოდექსის გათანამედროვება რათა დაცულ იქნეს ამერიკელ მშრომელთა უფლბები. დღესდღეობით იმიგრანტების 70% ჩამოდის ყოველგვარი კვალიფიკაციისა და განსაკუთრებული ნიჭის გარეშე, რაც არ არის სწორი. ხშირად ისე ხდება რომ მწვანე ბარათის გათამაშებით მთელი ოჯახებით ჩამოდიან, ეს უნდა შეყდეს. ეს არ ადგება ჩვენს ეკონომიკას, ვენ გვჭირდება ისეთი საიმიგრაციო კოდექსი რომელიც პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. პრეზიდენტის განმარტებით ახალი კოდექსის დახმარებით ნიჭიერი და პროფესიული მიგრაცია 12%-დან 57%-მდე გაიზრდება.
  4. ეროვნული ერთობის პროგრამა, რაც გულისხმობს პოტენციური მიგრანტების მზაობას აშშ-ს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მანამდე სანამ ისინი ჩამოვლენ აქ. ანუ, პრეზიდენტი მოითხოვს რომ დაწესდეს სამოქალაქო და ენობრივი გამოცდები, როგორც ეს მოქალაქეობის მიღებამდე ხდება, თუმცა მიგრაციის გაცილებით უფრო ნაადრევ საფეხურზე. პრიორიტეტი მიენიჭება ახალგზარდა აპლიკანტებ, რომლებიც სრულფასოვნად ფლობენ ენას, არ წარმოდგენენ “ჭაჭვური მიგრაციის” საშიშოროებასა და მათ გრძელვადიან პერპესქტივაში აშშ-სთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ.
  5. აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებისა და შვილების პრიორიტეტულად განხილვა. ქორწინებიდან მიღებული “მწვანე ბარათების” და ბინადრობის მოწმობების პრიორიტეტიული წესით გაცემა მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებზე და მათ შვილებზე, სხვა ყველა დანარჩენი უნდა მოხვდეს მოლოდინის სიაში.
  6. მრავალფეროვნებისა და თანასწორობის წახალისება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, სად დაიბადე და სად ცხოვრობ, მთავარი იქნება ნიჭი, რომლის გამო გზა გაეხსნება პოტენციურ იმიგრანტს და ისარგებლებს იგივე სტანდარტებით რაც ყველა დანარჩენ განცმხადებელს აქვს. პრეზიდენტის თქმით ექსტრაოდინარული უნარები ზუსტად ის კრიტერიუმია რითაც “მწვანე ბარათის გათამაშება” უნდა ჩანაცვლდეს და მხოლოდ ის პირები შემოვიდნენ ქვეყანაში რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკისა და აღმშენებლობის განვითარებაში წვლილის შეტანა.

ამ პუნქტების ჩამოთვლის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი კოდექსი იქნება პრო-ამერიკული, რომელიც პრო-იმიგრაციულია და რომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთის სინონიმებია და არა ანტონიმები. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კონგრესი დაუჭერს მხარს მის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საიმიგრაციო კოდექსის გასათანამედროვებლად.

პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის შემდეგ ჩვენი საიმიგრაციო კანონი არ შეცვლილა, რაც არის ჩვენი ერის პრობლემა. შეხედეთ ავტრალიისა და კანადის საიმიგრაციო კოდექსებს, რომელიც ნიჭზეა დაფუძნებული და არა უბრალოდ მოქალაქეების რაოდენობის გამრვალებაზე – განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგის ბოლოს.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.