2019 წლის ახალი კანონები და ცვლილებები რეგულაციებში

close-up scales of justice

2019 წელს საკმოდ დიდი რაოდენობის საკანონმდებლო ცვლილებები შედის ძალაში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შეეხება საიმიგრაციო კანონმდებლობას. ძირითად შემთხვევაში ადგილობრივი და შტატის კანონებშია ცვლილებები ანდა დამატებული რეგულკაციები.

  • ნიუ იორკის შტატში შეივვალა მინიმალური ანაზღაურება და ის შეადგენს 15$ საათში 11 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში და 13,50$-საათში 11-ზე ნაკლები თანამშრომლის შემთხვევაში.
  • 1-ლი იანვრიდან აფთიაქებში იკრძალება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა. ეს აკრძალვა ასევე გავრცელდება ყველა იმ ობიექტზე სადაც აფთიაქია, მაგალითად დიდ სუპერმარკეტებში.
  • ნიუ იორკისშტატის ტერიტორიაზე აიკრძალა პენეპოლისტიროლის(პლასტმასის ნაირსახეობა) პროდუქტების გამოყენება. როგორც წესი კვების ობიექტები იყენებდნენ ამ პროდუქტს თეფშების, ჭიქებისადა დანა-ჩანგლის სახით.
  • ამიერიდან ახალშობილის მოსავლელად  ან ავადმყოფი ოჯახის წევრის მოსავლელად გამოყოფილია 10 კვირამდე ანაზღაურებადი შვებულება. ამიერიდან შვებულებაში გასული ადამიანი მიიღებს ანაზღაურების 55%-ს ნაცვლად 50%-ისა.
  • ნიუ იორკისშტატის მთელს ტერიტორიაზე დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან მეძუძურ დედებს გამოუყონ სპეციალური ოთახი, სადაც ისინი შეძლებენ ჩვილის ძუძუთი გამოკვებას.
  • ასევე, შტატის მასშტაბით ყველა დამსაქმებელი ვალდებული იქნება გამოყოს ჩვილთათვის საცვლების გამოსაცვლელი ოთახის ან მოწყობილობის დამონტაჟება, განურჩევლად დასაქმებული მშობლის სქესისა.
  • შტატის მიერ დასაქმებული ყველა თანამშრომელისთვისსავალდებულო იქნება წელიწადში ერთხელ მგრძნობელობის ტრენინგის გავლა, რომელიც შეეხება საბიუჯეტო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტების აღმოფხვრას.
  • ქალაქ ნიუ იორკის მოსახლეობას შეეძლებათ დაბადების მოწმობაში მიუთითონ X სქესი. ამ ცვლილებით ისარგებლებენ ისინი ვინც თანხვედრაში არ არის თავის ბიოლოგიურ სქესთან და მათი გენდერული აღქმა განსხვავდება ფიზიკური მოცემულობისაგან. ამრიგად დაბადების მოწმობაში იქნება 3 პუნქტი: მამრობითი, მდედრობითი და X სქესი. ამ ცვლილებით ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ახალშობილის მშობლებიც, ვისაც არ სურს სქესის მითითება და გენდერული ნეიტრალიტეტის იდეას ემხრობიან.
  • ნიუ იორკისშტატის ციხეებში ახალი ტიპის სკანერები დამონტაჟდება, რომლის მეშვეობით გაადვილდება ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის მოძიება და ამოღება.
  • შტატის მოსახლეობას შეეძლება ენდოკრინოლოგიური გამოკვლევების უფასოდ ჩატარება, ხარჯები დაიფარება შტატის მიერ. ამ სიკეთით სარგებლობისთვის სავალდებულოა დაზღვევის ქონა ანდა ნიუ იორკისშტატის შემწეობის ბარათის ფლობა (NYS benefit card).
  •  ნიუ ჯერზის შტატი კრძალავს თამბაქოსა და ელ.სიგარეტის მოხმარებას საჯარო პლაჟებზე და შტატის პარკებში. ადგილობრივ საკრებულოებს ეძლევათ უფლება თავად გადაწყვიტონ ეს პრობლემა და სურვილის შემთხვევაში საკრებულო მწეველებისთვის გამოყოფს არსებული ტერიტორიის არანაკლებ 15%-ისა. კანონი ძალაში 16 იანვარს შევა.
  • შტატი დამატებით დაბეგრავს უბერისადა ლიფტის მძღოლებს/მგზავრებს. დაიბეგრება მხოლოდ ის მარშრუტი რომელიც დაიწყო და დასრულდა ნიუ ჯერზისშტატის ტერიტორიაზე. ბეგარა ერთი მგზავრის შემთხვევაში 0,50 ცენტი და გაზიარებული მგზავრობის შემთხვევაში 0,25 ცენტი იქნება, შტატის სენატი ამ თანხას ადგილობრივ სკოლებს გადაურიცხავს.
  • შტატი მოითხოვს, რომ ყველა მისი რეზიდენტი სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაზღვევით, წინააღდეგ შემთხვევაში ის დააჯარიმებს დაუზღვეველპიროვნებას.  შტატი დააჯარიმებს პირს შემოსავლის 2,5%-ით, ან 695$-ით ერთ პიროვნებაზე, თანხა დამოკიდებული იქნება იმაზე რომელი უფრო მეტია. ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე განისაზღვრა 2085$-ით.
  • 2019 წლიდან ნიუ ჯერზის მოსამართლეებს ექნებათ უფლება ჩამოართვან იარაღი და გაუუქმონიარაღის ტარების/ფლობის/შენახვის უფლება იმ პირებს, ვისზეც გაცემული იქნება ძალადობის/დევნის/შევიწროების შემაკავებელი ოქმები. ეს აიხსნება იმით, რომ შემაკავებელი ოქმის მფლობელი საშიშია საკუთარი თავისთისადა გარშემომყოფებისთვის.
  • ცვლილება ასევე იქნება ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისის Airbnb-სთვისაც. ამიერიდან სერვისის მიმწოდებელი დაიბეგრება ისევე როგორც სასტუმროები ან მოტელები, ბეგარას დააწესებს ადგილობრივი საკრებულო და თვითმმართველობა. კერძო გამქირავებლებიკვლავაც განთავისუფლებულებიიქნებიან ამ ტიპის დაბეგვრისგან.
  • შტატმა მიიღო 6 ახალი რეგულაცია, რომელიც ამკაცრებს და უსაფრთხოების ახალ ნორმებს უწესებს სასკოლო ავტობუსების კომპანიებსა და მის მძღოლებს. ასევე, მკაცრდება რეგულაცია სხვა მანქანის მძღოლებისთვის, რომლებმაც შეიძლება საშიში სიტუაცია შეუქმნან მოსწავლეებს. გათვალისწინებული იქნება დიდი ოდენობის ჯარიმები და მართვის მოწმობის ჩამორთმევა. სასკოლო ავტობუსები აღიჭურვება ვიდეო თვალთვალის კამერებით რათა დამრღვევის გამოვლენა და დასჯა გამარტივდეს.
  • ყველა აფთიაქში დამონტაჟდება გამოუყენებელი და მორჩენილი წამლების გამანადგურებელი ურნები. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება იმ წამლების განადგურებას რომელიც მაღალი ოპიოიდურიშემადგენლობა აქვს.
  • ახალი რეგულაციით, თუკი მოხალისე მეხანძრე-მაშველებიმუშაობდნენ 5 წლის განმავლობაში მაინც, მათ დაენიშნებათ შტატის პენსია. ონკოლოგიური და სხვა დაავადებებისა მკურნალობის ხარჯების დაფარვით.
  • ქონექტიკუთის შტატში იკრძალება სამუშაოს გასაუბრებაზე, პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან წინა სამუშაო ადგილზე არსებული ხელფასის რაოდენობის კითხვა. თავად პოტენციურ თანამშრომელს ექნება უფლება  თავად გადაწყვიტოს, გაამხილოს თუ არა. შტატის სენატის ცნობით ეს გაკეთდა იმისთვის, რომ აღმოიფხვრას არათანაბარი ანაზღაურების პრობლემა.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.