NJ პოლიციის 7 ახალი წესი

Seal-NewJerseyStateSeal-1მნიშნელოვანი ცვლილებები ნიუ ჯერზის შტატის პოლიციის დეპარტამენტის შიდაგანაწესში, რომელიც არალეგალ ემიგრანტებს შეეხებათ.

აღნიშნული ცვლილებები მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და აქტივისტების წინაღმდეგობისა, მაინც დამტკიცდა.

ნიუ ჯერზის შტატის გენერალური პროკურორი ჰურბირ გრუელი ბრიფინგზე აცხადებს რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს შიშში და სტრესულ მდგომარეობაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არალეგალურად იმყოფება ამ ქვეყანაში, თუმცა არც ერთ ადგილობრივ კანონს არ აღვევს  (ცნობისათვის, არალეგალური სტატუსი ფედერალური დანაშაუალია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კრიმინალებს უწოდებს, ხშირად ის სწორედ ფედერალურ დანაშაულს გულისხმობს. რედ.)  ნიუ ჯერზის რეზიდენტებს, განურჩევლად მათი საიმიგრაციო სტატუსისა შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რათა პოლიცის მხრიდან, არ მოხდება მათი საიმიგრაციო სააგენტოსთვის გადაცემა – განაცხადა ბრიფინგზე პროკურორმა.

შევეცდებით მოკლედ ავხსნათ თუ რას გულისხმობს ახალი წესები.

პოლიციელებისთვის ამ წესების დაცვა სავალდებულოა, დარღვევის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ დისციპლინარული სასჯელი.
წესები ძალაში შევიდა 2019 წლის 15 მარტს.

  1. არ იკითხოს საიმიგრაციო სტატუსი თუ ამას დანაშაულთან კავშირი არ აქვს.
    ადგილობრივ და შტატის პოლიციას არ აქვს უფლება დააკავოს პირი თუ მისი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყენაში არალეგალურად იმყოფება. დაკავების მიზეზი ვერ გახდება პირის საემიგრაციო სტატუსი.
  2. ნიუ ჯერზის პოლიცელებს არ აქვთ უფლება დაეხმარონ საიმიგრაციო სააგენტოს რეიდებში და ოპერაციებში.
    საგულისხმოა რომ ასევე ეკრძალებათ პოლიციის ბაზის გაზირება და მონაცემების სააგენტოს ოფიცრებზე გაცემა. ასევე ეკრძალებათ ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაზიარება და სამუშაო ფართის დათმობა. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ორი უწყება ითანამშრომლებს როგორც ეს ადრე ხდებოდა.
  3. სასჯელაღსრულებისა და გამოსასწორებელ დაწესებულებებს შეუძლიათ საიმიგრაციო სააგენტოს დაკავებულების განთავსებაზე თანხმობა განაცხადონ მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში.
    აღარ მოხდება არალეგალი ემიგრანტების დატოვება ციხეებში და საიმიგრაციო პოლიციის ლოდინი, რომ უკასკნელმა გადაიყვანოს ისინი საკუთარ დაწესებულებაში. არალეგალ მსჯავრდებულების სააგენტოს ოფიცრებთან გასაუბრება მათი ადვოკატების გარეშე აიკრძალა. 
  4. პროკურორებს აეკრძალათ საიმიგრაციო სტატუსის გამოყენება როგორც საშუალება ეჭვმიტანილის ან მოწმის დისკრედიტაციისა.
    პროკურორებს დაეკისრებათ დისციპლინარული სასჯელი თუ ისინი სასამართლოზე ეცდებიან მოწმის ან ეჭვმიტანილის დისკრედიტაციას მათი საიმიგრაციო სტატუსზე მითითებით.
  5. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უნდა დაეხმარონ არალეგალ ემიგრანტბე მოწმის ვიზის მიღებაში თუ ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ რომელიმე საქმის გამოძიებაში.
    პოლიციელებსა და პროკურორებს დაევალათ პროცედურის შემუშავება, რომლის მიხედვით არალეგალ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ ფედერალური მტავრობისგან T და U კატეგორიის ვიზები, რომლებიც მათ განსაკუთრებულ და ხელშეხებელ სტატუსს მიანიჭებს, თუ ისინი გამოძიებას მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  6. პოლიციელებს ეკრძალებათ საოლქო პროკურორის თანხმობის გარეშე საიმიგრაციო პოლიციასთან თანამშრომლობა და მათთან ხელშეკრულების დადება.
    არსებობს შეთანხმება ფედერალურ სააგენტოსა და შტატის პოლიასთან რომელიც ცნობილია კოდური სახელით “პარაგრაფი G 287”.აღნიშნული სიახლე არ შეეხება ესექსისა და ბერგენის ოლქებს. თუმცა გენ.პროკურორის განმარტებით საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივი, საოლქო მმართველობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 
  7. პოლიციელები, ამიერდან ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ დისციპლინარულ საბჭოს ყოველი შემთხვევა, როდესაც შტატის ან საოლქო პოლიციელი საიმიგრაციო პოლიციასთან გარიგებას დადებს და შეთანხმებულად იმუშავებს.
    ყველა ის ქმედება რომელიც იქნება დაკავშირებული საიმიგრაციო სააგენტოსთან და  მის პოლიციასთან მკაცრად უნდა აღირიცხოს და გაიგზავნოს შეტყობინება გენ.პროკურატურის კანცელარიაში, რომელიც მოახდენს შემდეგ რეაგირებას.

ეს არის იმ წესების სია, რომელიც ნიუ ჯერზის შტატმა მიიღო არალეგალი ემიგრანტების  პოლიციელებისა და საიმიგრაციო სააგენტოსგან დასაცავად. ნიუ ჯერზის შტატის ამ გადაწყვეტიულებით ის “თავშესაფარი შტატების” სათავეში მოექცა ყველაზე კეთილგანწყობილი შტატის კანონმდებლობის კუთხით.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.