ნიუ ჯერზის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

nj-largesealზამთრის შტორმის გამო, რომელიც ნიუ ჯერზის შტატს დაატყდა თავს გზებზე გართულებებია. შტატის გუბერნატორმა ფილ მერფიმ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency) და მოუწოდა მოსახლეობას რათა თავი შეიკავონ მგზავრობისგან და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისგან რადგანაც მიუხედავად გაწმენდითი სამუშაოებისა ავტობანებისა და გზების საფარი მოყინული იქნება, რაც გამოიწვევს ავტოსაგზაო შემთვხვევებს.

სინოპტიკოსების მონაცემებით შტორმი გამო ნიუ ჯერზის ზოგიერთ თაუნშიპში 2 ფიტი (24სმ) თოვლია მოსალოდნელი.

შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგ ავტობანებზე: New Jerseу Turnpike, Garden State Parkwaу და Atlantic Citу Expresswaу.

შეზღუდული მოძრაობა იქნება შემდეგ ავტობანებზე: I-76, I-78, I-80, I-195, I-280, I-287, I-295 და I-676.

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციის სამსახურებმა შეძლონ დაზარალებული უბნებისა და ქუჩების გადაკეტვა და საჭიროების შემთხვევაში ევაკუირება. ასევე საგანგებო მდგომარეობისას შტატს შეუძია მიმართოს ფედერალურ მთავრობას ფინანსური და ფიზიკური ძალის დახმარების მოთხოვნით.

განახლებას ნიუ ჯერზის შტატში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიიღებთ ნიუ ჯერზის შტატის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ოფიციალურ ტვიტერზე – აქ  
ან ნიუ ჯერზის შტატის პოლიციის ტვიტერზეაქ.

 

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.