ყველაფერი ნოტარიუსის პროფესიის შესახებ

როგორ გავხდეთ ნოტარიუსი?

მცირე ისტორიული მიმოხილვა: ნოტარიუსის პროფესია ერთ ერთი უძველესია, მისი პირველი აღწერა გვხვდება ეგვიპტის ცივილიზაციის ისტორიაში, ამ პროფესიის პირველად ხსენების დაახლოებითი თარიღია ძვ. წელთაღრიცხვის  2750-2250 წელი.

„ევროპაში“ ნოტარიუსები პირველად გამოჩნდნენ რომის იმპერიაში ჩვ. წელთაღრიცხვამდე 535 წელს. რომის იმპერიაში პირველი ნოტარიუსის ცნობა გაჩნდა ორატორ ციცერონის დროს, როდესაც მისი მონა იწერდა ორატორის გამოსვლებს. სწორედ ამ სიტყვიდან მომდინარეობს დღევანდელი სახელიც – Notae [ნოტა] რაც ჩანაწერს ნიშნავს. სიტყვამ დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა და ჩვენამდე მოვიდა როგორც ნოტარიუსი. რომის იმპერიისა და შუა საუკუნეების დროს ნოტარიუსების განათლებაზე არ იყო სპეციალური სტანდარტი, არამედ ნოტარიუსები ხდებოდნენ მემკვიდრეობით. (მხოლოდ მამრობითი სქესის ხაზით)

დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ში საქართველოსგან განსხვავებით, ნოტარიუსი არ საჭიროებს იურიდიულ განათლებას და სპეციალურ სწავლებას ამ პროფესიისთვის. ნოტარიუსები აშშ-ში მარტივი გამოცდით დაგინდებიან. ყველა შტატს აქვს თავისი სტანდარტები და საგამოცდო მოთხოვნა. რადგანაც სათვისტომოს უდიდესი ნაწილი ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობს, ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ნიუ იორკის შტატის მაგალითს, მაგრამ თუ ვინმეს რომელიც სხვა შტატის რეზიდენტია და ექნება კითხვები მოურიდებლად მოგვწერეთ და დაგაკვალიანებთ.

იმისათვის რომ გახდეთ ნოტარიუსი, არსებობს რამდენიმე მარტივი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ესენია:

  • იყოთ მინიმუმ 18 წლის.
  • გქონდეთ მინიმუმ საშუალო სკოლის ატესტატი ან მისი ექვივალენტი.
  • უნდა იყოთ აშშ-ს ლეგალური რეზიდენტი ან უკვე მოქალაქე.
  • იყოთ ნიუ იორკის შტატის რეზიდენტი, მინიმუმ უკანასკნელი ფისკალური წლის განმავლობაში.
  • გქონდეთ კარგი მორალური ხასიათი.
  • წარსულში არ გქონდეთ ჩადენილი დანაშაული არ იყოთ გასამართლებული მძიმე დანაშაულისთვის.
  • არ უნდა იყოთ დასაქმებული საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სამსახურში რომელზეც ვრცელდება სამოხელეო კანონი.
  • ვალდებული იქნებით გაიაროთ ყოველწლიური „background screening“, რომელიც უზრუნველყოფს კრიმინალური ჩანაწერის არარსებობასა და აპლიკანტის „სისუფთავეს“

ვინ არიან ნოტარიუსები და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მათ?

ნოტარიუსი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება დაამოწმოს მნიშნელოვანი საბუთები, როგორიც არის: ხელმოწერა საბუთზე, თარგმანის შესაბამისობა, უძრავი ქონების საბუთები, ანდერძი, საქორწინო ხელშეკრულება და აშ. ნოტარიუსი ინიშნება შტატის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მიერ. ნოტარიუსი კანონით ვალდებულია მიჰყვეს წესებსა და ლოკალურ კანონებს რომელიც დადგენილია კონკრეტულ იურისდიქციაში.  ნოტარიუსები არიან საჯარო მოხელეები, თუმცა ისინი ითვლებიან მომსახურე პირებად, რადგანაც მათი მოვალეობა არის ხალხის დახმარება, გააქარწყლოს შტატისა და ფიზიკური პირს შორის გაუგებრობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ნოტარიუსი ვალდებულია აუხსნას მოქალაქეს რომ მისი ქმედება არ ეწინააღმდეგება შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილ საკანონმდებლო ჩარჩოებს. მისი მოვალეობაა შეაფასოს დოკუმენტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდგეს მოწმედ და დაამოწმოს ის.

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ რომ აშშ-ში მომუშავე ნოტარიუსი და საქართველოში მოქმედი ნოტარიუს არ არის ერთი და იგივე. საქართველოში ნოტარიუსი არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ხოლო შტატებში ნოტარიუსს არ სჭირდება უმაღლესი განათლება იურიდიულ სფეროში. აშშ-ში ნოტარიუსი არის შტატის ნდობით აღჭურვილი პირი. ამიტომაც, გახსოვდეთ! ნოტარიუსს არ შეუძლია იურიდიული რჩევის მოცემა, ეს კანონდარღვევა იქნება. რომელიც ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ნოტარიუსს არ აქვს უფლება შეადგინოს მინდობილობა, ბიზნეს-კონტრაქტები, ნოტარიუსს კანონით არ აქვს უფლება მოგცეთ იურიდიული ხასიათის რჩევა, რაც არ უდა გამოცდილი და მდიდარი პრაქტიკა ჰქონდეს მას. ამის გამო მას ჩამოერთმევა ნოტარიუსის ლიცენზია. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას ნოტარიუსს თუ ის დაარღვევს კანონს და მას ექნება თუნდაც ადმინისტრაციული გადაცდენა. უფრო სერიოზული დანშაულისთვის, ნოტარიუსებს ემუქრებათ 3 წლიანი პატიმრობა, ასეთი დანაშაულის ტიპი შეიძლება იყოს ყალბ საბუთებზე ხელის მოწერა [შეგნებულად]. უფრო სერიოზული დანაშაულისთვის [ფინანსური, უძრავი ქონების, ანდერძის და სხვა დოკუმენტების გაყალბება] ისჯება 3-7 წლამდე პატიმრობით.

სულ ეს არის ის უფლება-მოვალეობები რაც აშშ-ში ნოტარიუსებს გააჩნიათ. თუ რომელიმე ნოტარიუსი შემოგთავაზებთ რაიმეს, რაც თქვენი შეფასებით არ ჯდება მის უფლებების ნუსხაში აუცილებლად მოძებნეთ სხვა, რადგანაც კანონით, თუ ნოტარიუსი გამოიჭირეს გადაცდენაზე ანდა დანაშაულის ჩადენის გამო, ყველა მისი წარსული სანოტარო აქტები უნდა გადაიხედოს და გაბათილდეს, ხელახალი  სანოტარო აქტების რეგისტრირების პერსპექტივით.

იმისათვის რომ პირი გახდეს ნოტარიუსი, ის ვალდებულია შეისწავლოს ნიუ იორკის შტატის კანონი სანოტარო აქტების შესახებ. შემდეგ – უნდა გაიაროს სპეციალური გამოცდები, რომელსაც ნოტარიუსთა ფედერალური პალატა კურირებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ შტატის მიერ ნოტარიუსად აღიარების აპლიკაციის შევსებას, რომლის გაგზავნის შემდეგ 4-6 კვირის განმავლობაში მიიღებს ნოტარიუსის ლიცენზიას. ნოტარიუსად ულიცენზიო მუშაობა იკრძალება კანონით და ისჯება სოლიდური ჯარიმით.

მას შემდეგ რაც გაგზავნით ყველა საჭირო საბუთს, ფოსტით მოგივათ ნოტარიუსის ლიცენზიის ნომერი და მუშაობის ვადა (ნოტარიუსებს სჭირდებათ ლიცენზიის განახლება, რადგანაც შტატი მუშაობის უფლებას აძლევს 4 წლის ვადით) ეს ინფორმაცია უნდა დაიტანოთ ბეჭედზე და გამოიყენოთ სანოტარო აქტების დამოწმებისას. არსებობს სანოტარო აქტების მომსახურების ოფიციალური ნიხრი, რომელიც არის შტატის მიერ დადგენილი.

თუ გსურთ გახდეთ ნოტარიუსი და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ეწვიეთ ამ საიტს

Facebook Comments