გადამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება

Screen Shot 2019-04-16 at 11.55.03 AMშეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ტაძარში გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 8 საუკუნის წინ აშენებული ევროპის ყველაზე ძველი და ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი შეეწირა.

ტაძრის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და მშენებლებს 2 საუკუნე დასჭირდათ რომ დაესრულებინათ ის. საუკუნეების განმავლობაში ტაძარს არაერთხელ გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ ყოველჯერზე, ის სასწაულებრივად გადარჩებოდა ხოლმე. საფრანგეთის რევოლუციების დროსაც,  არაერთხელ იყო მცდელობა მისი დანგრევისა და გადაწვის, თუმცა მანდაც გადარჩა. საბოლოოდ, ტაძრის ბედი ვიქტორ ჰიუგოს რომანმა გადაწყვიტა, რომელიც 1831 წელს გამოქვეყნდა. რომანის გამოქვეყნების შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ტაძარს შეინარჩუნებდნენ.

გასულ საუკუნეში ტაძარს 2-ჯერ გაუჩნდა ხანძარი (1914 და 1941 წლებში) და ორჯერვე გადარჩა, თუმცა გუშინდელი ხანძარი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, დაიწვა რამდენიმე საუკუნის წინ შექმნილი ვიტრაჟები (ფერადი მინის ნაჭრებისგან აწყობილი ფანჯრები) და XIII საუკუნის მუხის ჭერი მთლიანად დაიწვა და ჩამოიქცა ტაძრის კამარა.  საბედნიეროდ, ორი 69 მეტრიანი სამრეკლო გადარჩენილია, რომელიც პარიზის სიმბოლოა. გადარჩენილია გალავნისა და გვერდსამაგრი კედლებიც. ასევე გადარჩენილია ტაძრის ცნობილი წმინდა რელიქვიები: მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და იესოს ჯვრის ნაწილები. ტრადიციისა და გადმოცემის თანახმად, ზუსტად იმ ჯვრის ნაწილებია, რომელზეც იესო გააკრეს, და ზუსტად ის ეკლის გვირგვინია, რომელიც მას  გოლგოთაზე მიმავალ გზაზე ჩამოაცვეს თავზე.

ექსპერტები უკვე ითვლიან ზარალის ოდენობას, თუმცა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმა საჯაროდ დადო ფიცი, რომ ტაძარს აღადგენს.

გარდა საფრანგეთის პრეზიდენტისა, გუშინ, კერძო შემომწირველებმა გამოთქვეს სურვილი ფული შეწირონ ტაძრის რეკონსტრუქციას.  ცნობილმა მოდის სახლებმა: Louis Vuitton, Christian Dior, Givenchу, Gucci და Yves Saint Laurent განაცხადეს რომ მზად არიან რეკონსტრუქციის ფონდში ჩარიცხონ 300 მილიონი ევრო. ხოლო ცნობილმა ფრანგმა მილიარდერებმა: ფრანსუა პინომ გამოთქვა დახმარების სურვილი და 100 მილიონი ევრო გამოყო მისი ოჯახის სახელით, ხოლო ბერნარ არნომ 200 მილიონი ევრო. პარიზის მერიის ცნობით, უახლოეს ხანებში დაიდება ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს და მონაწილეობის მიიღოს ამ ისტორიულ რეკონსტრუქციაში.

ასევე გუშინ, მთელი პარიზის მასშტაბით მორწმუნენი შეიკრიბნენ და დაჩოქილები გალობდნენ და ავედრებდნენ ღვთისმშობელს ტაძრის გადარჩენას. პარიზის  ყველა სამრეკლოდან ზარების ხმა ისმოდა, განგაშის ზარები სოლიდარობისა და სასოწარკვეთის ნიშნად დაირეკა.

ფორბს ჯორჯიას მონაცემებით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.