ნიუ იორკი, ნიუ ჯერზი და კონექტიკუტი, მაღალი რისკის შტატებიდან მოგზაურებისთვის კარანტინის დაწესებას ითხოვს

ნიუ იორკმა, ნიუ ჯერზიმ და კონექტიკუტის შტატებმა ოთხშაბათს სამგზავრო კონსულტაცია წარმოადგინეს, რომელიც მაღალი რისკის (COVID-19 სტატისტიკით) შტატებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის 2 კვირიან კარანტინში ყოფნას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები სამივე შტატის გუბერნატორებმა გააკეთეს (ენდრიუ კუომო, ფილ მერფი და ნედ ლემონტი)

“ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ვირუსი თვითმფრინავში ვერ შეაღწევს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა ვირუსის გადაცემის სისწრაფე მნიშვნელოვნად დავარდნილიყო, არ გვსურს, რომ ეს კვლავ მზარდი გახდეს” – აცხადებს კუომო.

კუომოს კარანტინის რეჟიმზე, პასუხისმგებლობაზე და აღსრულებით ღონისძიებებზეც ისაუბრა. გუბერნატორის განცხადებით, კარანტინის დამრღვევი პირი პირველ ჯერზე 2 000 დოლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში 5 000 დოლარით, ხოლო მესამე შემთხვევაზე ჯარიმა 10 000 დოლარამდე გაიზრდება.

“ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ნამდვილად საღი აზრი და საპასუხისმგებლო საქმე.” – ნიუ ჯერზის გუბერნატორი ფილ მერფი.

“ჩვენ კუნძული არ ვართ და როდესაც დანარჩენი ქვეყნის ნაწილს ვაკვირდებით, ნამდვილი საზოგადოების სახესაც ვხედავთ.” – კონექტიკუტის გუბერნატორი ნედ ლემონტი.

წყარო

Facebook Comments