NY/CT – მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

nyc-snow-gov-andrew-cuomo-poppy-harlow-intv-00015517-full-169
2018 წლის შტოემის დროს გუბერნატორი კუომო აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ღონისძებებში და ეხმარებოდა დაზარალებულ მძღოლებს.

მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, უქმეებზე ამინდი გაუარესდება, ნიუ იორკს ზამთრის შტორმი დაატყდება თავს. შტორმი შეეხება განსაკუთრებულად ნიუ იორკისა და ქონექტიკუთის შტატებს. ამინდის ეროვნული ბიუროს განცხადებით მოსალოდნელი დიდთოვლიანობა გასტანს 3-4 დღეს, გადაუღებელი თოვლი გამოიწვევს დიდთოვლობას, რაც საოცებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას ზრდის.

ამიტომაც, გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ბრიფინგისას მოუწოდა ნიუ იორკის მოსახლეობას “განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ნუ გამოიყენებეთ ავტომობილებს და ნუ გადაადგილდებით ავტოტრასებზე. გთხოვთ, ნუ შეუქმნით დამატებით სამუშაოს სამაშველო ბრიგადებს, რადგანაც ამის გარეშეც გადატვირთული გრაფიკით ექნებათ და 24 საათიანი რეჟიმში იმუშავებენ”

ნიუ-იორკის შტატის ზოგიერთ ოლქებში სავარაუდოდ თოვლის საფარი მიაღწევს 22 ინჩს (45-50 სანტიმეტრამდე) ხოლო ლონგაილენდის აღმოსავლეთ მიდამოებში თოვლის საფარი იქნება 4-8 ინჩი (10–20სმ) ლონგაილენდის დასავლეთ მიდამოებში თოვლის საფარი 8-12 ინჩი (20–31სმ) არის ნავარაუდები.  ნიუ-იორკის დანარჩენ ნაწილში ნავარაუდებია თოვლის საფარი 2-5 ინჩამდე (5–15 სმ).

ჯერ-ჯერობით შტატს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა (state of emergency) თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ გუბენრატორის თხოვნა.  სკოლების, საჯარო დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დახურვის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია. ჩვენი რედაქცია აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფოტმაციას.

Facebook Comments