NYC მერიის დაპირებული სამედიცინო დაზღვევა არალეგალებს

ქალაქ ნიუ იორკის მერმა, ბილ დებლაზიომ Lincoln Hospital-ში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც წარმოადგინა დაზღვევის ბარათი “NYC Care Card” რომლის შესახებაც მერმა იანვრის თვეში ისაუბრა და დაჰპირდა არალეგალებს, რომ მათ ექნებოდათ წვდომა სამედიცინო სერვისებთან.

პროგრამა ჯერ მხოლოდ ბრონქსის ბოროუში ამუშავდა და მერიის ადმინისტრაცია ვარაუდობს რომ ბრონქსის დაფარვა მოხდება აგვისტოს ბოლომდე, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად სხვა ბოროუებსაც დაფარავენ.

აღნიშნულ პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა მერმა მაინც შეძლო მისი ამოქმედება. ქალაქ ნიუ იორკის საკრებულო ეწინააღმდეგებოდა პროექტს და არ თანხმდებოდა ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რადგანაც ეს თანხა გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან უნდა დაიფაროს, იმ ადამინებისთვის ვინც საერთოდ არ იხდის გადასახდებს და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება – საკრებულოში ეს მიაჩნდათ სახსრების უსამართლო გადანაწილებად.

მერიის ადმინისტრაცია ვარაუდობს რომ ამ ბარათით 300,000 დაბალშემოსავლიანი არალეგალი იმიგრანტი ისარგებლებს. იმისათვის რომ ეს ბარათი მიიღოთ, უნდა დაამტკიცოთ რომ ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობდით უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში და დაბალი შემოსავლი აქვს თქვენს ოჯახს ან პირადად თქვენ.

ბრონქსის ბოროუს საჯარო და საზოგადოებრივი საავადმყოფოები უკვე აწვდიან სამედიცინო სერვისებს იმ არალეგალ და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, ვისაც არ აქვს სამედიცინო მომსახურების “ფუფუნება”

წყარო

Facebook Comments