ქალაქ ნიუ იორკის ყველაზე კრიმინალური უბნები

1200px-Patch_of_the_New_York_City_Police_Department.svg.pngქალაქ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა (NYPD)  ჩაატარა პრეს-კონფერენცია, სადაც მოქალაქეებს მოახსენა კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ. NYPD-ის ხელმძღვანელის ჯეიმს ონილის განცხადებით, ნიუ იორკის პოლიცია “ომს უცხადებს” კრიმინალურ სიტუაციას და არ აპირებს შეეგუოს იმ აზრს რომ ნიუ იორკის 6 უბანში ძალადობისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულები ორმაგი ოდენობით (ვიდრე დანარჩენ ნიუ იორკში) არის წარმოჩენილი.

oneill1“ჩვენი ქალაქის ყველა მოსახლე იმსახურებს იცხოვროს ისეთ გარემოში სადაც ისინი უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და არ მოუწევთ შიშის განცდით ქუჩაში სიარულს” – განაცხადა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯეიმს ონილმა.  ჯეიმს ონილმა ასევე განაცხადა, რომ შემუშავდება სპეციალური სტრატეგია, რათა ნახსენებ უბნებში დამარცხედეს ის კრიმინალური სიტუაცია, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივ ბიზნესებს, ქალაქის ადგილობრივ მმართველობასა და მოსახლეობას. ჯეიმს ონილის განმარტებით: იგეგმება მასობრივი საველე სამუშაოები, მობილური ჯგუფების მუდმივი პატრულირება და სპეციალური მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას უფრო მარტივად და სწრაფად შეატყობინოს პოლიციას დარღვევის შესახებ. ასევე იგეგმება სკოლებთან თანამშრომლობა, რადგანაც მომავალი თაობა საყრდენი უნდა გახდეს უსაფრთხო და კრიმინალისგან თავისუფალი საზოგადოებისა. პოლიციის დეპარტამენტი ასევე გეგმავს სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მოწყობას, რათა მოხდეს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და მოსახლეობის მეტად დაახლოება და მეგობრული კავშრების შექმნას.

პოლიციის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით შემდეგი უბნები ოფიციალურად  ყველაზე კრიმინოგენულ უბნებად იქნა მიჩნეული:

წყარო

Facebook Comments