NYS ყველა ბავშვი აიცრება, მიუხედავად მშობლის სურვილისა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მოაწერა ხელი კანონს, რომლის მიხედვით შტატის უკლებლივ ყველა ბავშვი უნდა აიცრას, მიუხედავად მათი მშობლების “რელიგიური გრძნობებისა”.

მსგავსი იმპერატიული კანონის მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო რაც ქალაქ ნიუ იორკი და ზოგადად ნიუ იორკის შტატი წითელასა და ჩუთყვავილას წინა-პანდემიურმა სიტუაციამდე მივიდა. 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით, წითელათი და ჩუთყვავილათი 28 შტატის ტერიტორიაზე სულ დაინფიცირდა 1022 ადამიანი, საიდანაც 588 ადამიანი ნიუ იორკის შტატის მაცხოვრებელია. ინფიცირების შემთხვევები დიდწილად ბრუკლინისა და ქუინსის ორთოდოქსი იუდეველების უბნებში დაფიქსირდა.

მე პატივს ვცემ მოქალაქეთა რელიგიურ აღმსარებლობებს და მხარს ვუჭერ რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, როდესაც რელიგია საზოგადოების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამისს ზომებს.

განაცხადა გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ

შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ პრობლემამდე ე.წ. თავისუფლების აქტივისტებმა მიიყვანა ქალაქი, აქტივისტები აქტიურად მუშაობდნენ რელიგიურ საკრებულოებში და მშობლებს გაყალბებულ და ფსევდო-სამეცნიერო სახის ლიტერატური აჯერებდნენ რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმის სპექტრის გართულებას.

ქალაქ ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა უკვე დახურა 10-ზე მეტი იუდეური სასწავლებელი, რადგამნაც მათ დაარღვიეს ჯანდაცვის კომისარის ბრძანება და არ ცრიდნენ ბავშვებს. კომისარის ოფისის განცხადებით ეს დაწესებულებები მანამ არ გაიხსნება, სანამ ყველა მოსწავლე არ აიცრება, მანამდე კი ყველა “იეშივა” დახურული დარჩება.

ორთოდოქსმა იუდეველმა მშობლებმა სასამართლოს კოლექტიური სარჩელით მიმართეს, თუმცა საქმე წააგეს.

რელიგიური თავისუფლების მუხლი აშშ კონსტიტუციაში, ასევე გულისხმობს თავისუფლებას რელიგიური ზეგავლენისგან. ამრიგად, ერთი ადამიანის რელიგიური გრძნობა არ უნდა გახდეს საბაბი მეორე ადამიანის დასნებოვნებისა ან სხვა სახის ზიანისა. რელიგია ყველა ადამიანისთვის პირადულია, სწორედ ამიტომ, არ უნდა დავივიწყოთ სხვა ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული რელიგიური ან არელიგიური აზრები.

ნათქვამია სასამართლოს განაჩინებაში

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონები უკვე მოქმედებს შემდეგ შტატებში: კალიფორნიაში, დას. ვირჯინიაში, მეინში და მისისიპიში.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.