NYS – აიკრძალა საიმიგრაციო პოლიციის მიერ არალეგალების დაკავება სასამართლო შენობაში

საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის ოფიცრებს აღარ ექნებათ უფლება, რომ დააკავონ სასამართლოში გამოცხადებული არალეგალური გზებით შემოსული ან ვიზაგადაცილებული პირები სასამართლოს შენობაში, რაც აქამდე ხდებოდა და საზოგადოებრივი შოკი გამოიწვია, რადგანაც ICE-იმ მხოლოდ 2016-2019 1,736%-ით გაზარდა არალეგალი იმიგრანტების სასამართლოს შენობაშივე დაკავების მაჩვენებელი.

2016 წელს შტატ ნიუ იორკის სასამართლოების გაერთიანების კანცელარიამ თავადვე გასცა ამის ნებართვა, თუმცა, ICE-ის ოფიცრებს მხოლოდ საიმიგრაციო პოლიციის სამმართველოს ორდერის საფუძველზე შეეძლოთ დაკავების ოპერაციის ჩატარება, მაგრამ როგორც ადვოკატები და პროკუროროები ამბობენ, ICE-ის ოფიცრები ხშირად პირის დაკავებისას არც ამ ორდერებს წარმოდგენდნენ.

შტატ ნიუ იორკის სასამართლოების გაერთიანების კანცელარია და მთავარი ადმინისტრაციული მოსამართლე ავალდებულებს პროტოკოლის დაცვას და გამოსცემს დირექტივას, რომლის თანახმადაც, საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის ოფიცრებმა უნდა წარმოადგინონ ფედერალური მოსამართლის დაკავების ორდერი, რომელიც შემდეგ უნდა წარედგინოს შტატის მოსამართლეს და მხოლოდ მისი დადებითი პასუხის შემდეგ შეძლებენ პირის დაკავებას.

ცნობისათვის: როგორც NYPD-ის ოფიცრებს არ აქვთ შტატის მოსამართლისგან მიღებული ორდერის გარეშე პირის დაპატიმრების უფლება განახორციელონ სასამართლო შენობაში, ანალოგიურად საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის ოფიცრებმა უნდა მოიპოვონ ფედერალური მოსამართლის ორდერი დაპატიმრების შესახებ, რათა შეძლონ არალეგალი იმიგრანტის დაკავება.

წყარო1 წყარო2

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.