ექსტრაორდინალური ვიზა

o-visa-usa-explainer-lead-866x487სტატიაში მიმოვიხილავთ O კატეგორიის ვიზას, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის ვისაც გააჩნიათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები, ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ხელოვნება, სპორტი, განათლება, კულინარია, მეცნიერება და მუსიკის/შოუ-ბიზნესი. გასათვალიწინებელია რომ О კატეგორიის ვიზა არ არის საიმიგრაციო ვიზა, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შესაძლებელია “მწვანე ბარათის” მოთხოვნა, შემდგომი ნატურალიზაციის პერსპექტივით.

როგორც წესი, О კატეგორიის ვიზას აძლევენ ისეთ ადამიანებს ვინც დროებით აპირებს მუშაობას ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე ამერიკელ დამსაქმებელთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენლობაში.  ამ ვიზის კატეგორია განსაკუთრებული არის იმით რომ ის არ ექვემდებარება ქვოტირებას და მისი ოდენობა არ განისაზღვრება, როგორც ეს სხვა ვიზის კატეგორიების შემთხვევაშია.

თუ მიიღებთ O ვიზას სამსახუროებრივად, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ვიზის ამოწურვის ვადამდე თქვენ უნდა მუშაობდეთ იმ დამსაქმებელთან რომელმაც გაგიწიათ რეკომენდაცია ან შეავსო ფორმა I-129, საკმარისია მონახოთ იგივე სფეროში სხვა დამსაქმებელი და მან შეგივსოთ ახალი ფორმა I-129.

ვიზის მიღების პროცედურა

დასაწყისითვის, დაგჭირდებათ თქვენს სფეროში მოღვაწე პროკავშირების რეკომენდაცია სადაც აღწერილი იქნება თქვენი ექსტრაორდინალური ნიჭი. თუ არ არსებობს შესაბამისი პროფილის პროფკავშირი მაშინ წინა დამსაქმებელის რეკომენდაციაც ან სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანების რეკომენდაციაც გამოგადგებათ.

შემდეგ, დაგჭირდებათ პოტენციური დამსაქმებელის თანხმობის წერილი, რომლითაც ის ადასტურებს თქვენს სამსახურში აყვანასა და დამატებით ახსნა-განმარტებით ბარათს, თუ რატომ მაინცდამაინც თქვენ.

შესაძლოა, დაგჭირდეთ მომავალი სამსახურის კონტრაქტის ასლის წარდგენა, სადაც გაწერილი იქნება თქვენი უფლება-მოვალეობები და ანაზღაურება. არ არის სავალდებულო რომ მასზე უკვე იყოს ორივე მხარის ხელმოწერა.

აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების სია:

  • საერთაშორისო ჯილდოები, სიგილები და სერტიფიკატები და ა.შ.
  • კონკრეტული სფეროს ასოციაციებისა და საზოგადოების წევრობის მოწმობა.
  • თქვენი ნამუშევრების გამოცემის ასლები, ასევე თქვენი ნამუშევრების პერიოდიკა და კორესპოდენცია, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნება უპირატესია.
  • მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი ღვაწლის დამსახურებით რაიმე გარღვევა მოხდა ამა თუ იმ სფეროში.
  • მტკიცებულება იმისა, რომ უხლოეს წარსულში იყავით ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი მსხვილ, საშუალო ან მცირე  საერთაშორისო ან/და ადგილობრივ ორგანიზაციაში.
  • ფინანსური დამოუკიდებლობის მტკიცებულება, რომლის საფუძველზე თქვენს სფეროში გამოიმუშავებთ საკმარის თანხას რომ არჩინოთ საკუთარი თავი.

როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებიდან მინიმუმ 3 უნდა წარედგინოს საკონსულო ოფიცერს, რაც უფრო მეტი მტკიცებულება იქნება მით მეტია დადებითი პასუხის მიღების შანსები. 

O კატეგორიის ვიზის უპირატესობა სხვა ვიზებთან მიმართებაში

  • უმაღლესი განათლება არ არის სავალდებულო
  • შეგიძლიათ თან წაიყვანოთ მეუღლე და შვილი/ები, რომლებიც მუშაობას ვერ შეძლებენ, თუმცა შეძლებენ სწავლას.
  • ვიზის ამ კატეგორიას არ აქვს ქვოტა.
  • დამსაქმებელთან არ ხართ დამოკიდებული, შეგიძლიათ შეცვალოთ დამსაქმებელი.
  • თავისუფლად გადაადგილების საშუალება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
  • ვიზის გახანგრძლივების ულიმიტო შესაძლებლობა. პირველადად გაიცემა 3 წლის ვადით და შემდეგ ყოველ წელს უნდა განახლდეს ვიზა.
  • ვიზის აღების შემდეგ და ა.შ.შ-ში ყოფნის მეორე წლის თავზე შეგიძლიათ განაცხადოთ “გრინ-ქარდის” მიღების სურვილი.
  • შეგიძლიათ ისწავლოთ და იმუშაოთ.

O ვიზის ქვეკატეგორიები

  1. თავის მხრივ O-1- იყოფა ორ ქვე-ქვეკატეგორიად.
    O-1A – ქვე-კატეგორიას იღებენ ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ: მეცნიერების, სპორტის, განათლებისა და ბიზნესის სფეროებში.
    O-1B- ქვე-კატეგორიას იღებენ ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ: ხელოვნების, სატელევიზიო და კინოინდუსტრიის სფეროებში.
  2. O-2- ამ ქვე-კატეგორის ვიზას იღებენ ისინი ვინც თან ახლავს O-1 ვიზის მქონე პირს. ასისტენტი, დამხმარე პერსონალი. O-2 ვიზის მიმღებს უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული როლი O-1 ვიზის მფლობელის საქმიანობაში, ისეთი როლი, რომელსაც ადგილობრივი მუშა-ხელი ვერ ჩაანაცვლებს და ეს ფაქტი ვიზის გაცემას გარდაუვალს ხდის.
  3. O-3 –  O-1და  O-2ვიზის მფლობელების მეუღლეებისა და შვილებისთვის  (21 წლამდე)განკუთნილი ვიზის კატეგორია.  ასისტენტს აქვს უფლება თან წაიყოლოს მეუღლე და შვილი/შვილები (21 წლამდე).

ეწვიეთ საიმიგრაციო სააგენტოს ვებ-გვერდს საიდანაც შეძლებთ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებასა და ოფიციალური ფორმების ჩამოტვირთვას.  ამ ბმულით