ტრამპის ბრძანებით, წლის ბოლომდე ზოგიერთ ვიზის გაცემა შეწყდება

პრეზიდენტი ტრამპის საგანგებო განკარგულებით 2020 წლის 31 დეკემბარმდე შეწყდება ზოგიერთი კატეგორიის ვიზების გაცემა. პრეზიდენტის თქმით, ეს კეთდება აშშ-ს ეკონომიკის პანდემიისგან მიღებული ზარალის აღსადგენად და სამუშაო ადგილების დასაცავად.

ამ ჩამონათვალში მოხვდა შემდეგი კატეგორიის ვიზები:

  • სამუშაო ვიზა H1B – ტექნოლოგიის სფეროში მომუშავეთათვის
  • სამუშაო ვიზა H2B – დაბალი უნარების მქონე პროფესიების მუშაკთათვის.
  • H4 ვიზის კატეგორია, რომელიც შტატებში სხვადასხვა პროფესიით დასაქმებულთა მეუღლეებზე გაიცემა.
  • J ვიზები, ისინი ვინც სამუშაო-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით აპირებდნენ აშშ-ში ჩამოსვლას.
  • ასევე შეწყდება L ვიზების გაცემა, რომელსაც კორპორაციები იყენებენ საერთაშორისო თანამშრომლების გაცვლითი ვიზებისთვის.

ეს ვცლილება არ შეეხებათ მათ, ვინც მუშაობს სოფლის მეურნეობაში და საკვების გადამუშავების სფეროებში, ასევე არ შეეხებათ აუ პაიერის პროგრამაში დასაქმებულებსა და უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებს.

ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მიმართავს ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა მათ შეიმუშაონ ახალი რეგულაციები და გამკაცრდეს სამუშაო უფლებების გაცემა თავშესაფრის მაძიებლებზე და დასრულდეს H1B ვიზების ლატარიის წესით გაცემა.

წყარო და განკარგულების სრული ტექსტი ინგლისურად

Facebook Comments