სხვა ვიზები

ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების სტუმრებს დაცული საზღვრებით და ღია კარით. კანადის მოქალაქეთა უმრავლესობას და უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნების ბევრ მოქალაქეს აშშ-ში ჩამოსვლა ვიზის გარეშე შეუძლია, თუ ისინი გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

თუ თქვენ აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი არ ხართ, დროებითი სტუმრებისთვის აშშ-ში სამოგზაუროდ არასაიმიგრაციო ვიზების სხვადასხვა კატეგორია არსებობს. იმას, თუ რომელი კატეგორიის ვიზა დაგჭირდებათ, აშშ-ის საიმიგრაციო კანონის შესაბამისად, თქვენი მოგზაურობის მიზანი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას არასაიმიგრაციო ვიზის იმ კატეგორიის შესახებ, რომელიც მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ, აგრეთვე, იმ საფეხურების შესახებ, რომელიც უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოში ვიზაზე განაცხადის შესატანად.

გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს, რათა განსაზღვროთ, თუ რომელი კატეგორიის ვიზა გჭირდებათ. ვიზის თითოეული კატეგორიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, მათ შორის, განაცხადის შეტანის შესახებ და სხვა, მიჰყევით ბმულს ვიზის კატეგორიების სვეტში.

  • აშშ-ში მოგზაურობის მიზანი და არასაიმიგრაციო ვიზები მიზანი მოგზაურობავიზის კატეგორიები მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები (რომლებიც მხოლოდ საპრიზო თანხისთვის იბრძვიან) B-1
  • სპორტსმენები, ხელოვნების დარგის წარმომადგენლები P
  • ავსტრალიელი მუშახელი – პროფესიონალი E-3
  • საზღვრის გადაკვეთის ბარათი: მექსიკა BCC
  • საქმიანი სტუმრები B-1
  • ეკიპაჟის წევრები (აშშ-ში საზღვაო ხომალდის ან საფრენი აპარატის ბორტზე მომსახურეები) D
  • დიპლომატები და უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირები A
  • შინამოსამსახურეები ან ძიძები (თან უნდა ახლდეს უცხოელ დამსაქმებელს) B-1
  • საერთაშორისო ორგანიზაციების და ნატოს თანამშრომლები G1-G5NATO
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები J
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები – au pairs J-1
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები – J-1 ვიზის მფლობელის შვილები (21 წლამდე) ან მეუღლე J-2
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები – პროფესორები, მეცნიერები, მასწავლებლები J-1
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები – საერთაშორისო კულტურულიJQ
  • საქმრო (საცოლე) K-1
  • უცხო ქვეყნის აშშ-ში განთავსებული სამხედრო პერსონალი A-2NATO1-6
  • მეცნიერების, ხელოვნების, განათლების, ბიზნესის ან
    სპორტის სფეროში არაორდინალური უნარების მქონე უცხოელი მოქალაქეები O-1
  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) პროფესიონალები: ჩილე H-1B1
  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) პროფესიონალები: სინგაპური H-1B1
  • საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლები (ჟურნალისტები)I
  • კომპანიის შიდა გადაადგილებისთვის L
  • მკურნალობის მიზნით ჩამოსულები B-2
  • NAFTA-ს პროფესიონალები: მექსიკა, კანადა TN/TD
  • მედდები, რომლებიც ჯანდაცვის პროფესიონალების დეფიციტის მქონე რეგიონებში ჩადიან H-1C
  • ექიმები J-1H-1B
  • რელიგიური პირები R
  • სპეციალობით მომუშავეები სფეროებში, სადაც სპეციალიზებული ცონდაა საჭირო H-1B
  • სტუდენტები – აკადემიური და ენის სტუდენტები F-1
  • მატერიალურად დამოკიდებული სტუდენტები – F-1 ვიზის მფლობელზე დამოკიდებული F-2
  • სტუდენტები – პროფესიული M-1
  • მატერიალურად დამოკიდებული სტუდენტები – M-1 ვიზის მფლობელზე დამოკიდებული M-2
  • დროებითი მუშახელი – სეზონური სასოფლო-სამეურნეო H-2A
  • დროებითი მუშახელი – არასასოფლოსამეურნეო H-2B
  • ტურიზმის, დასვენების და გართობის მიზნით ჩამოსული სტუმრები B-2
  • საწვრთნელი პროგრამების მონაწილეები, არა დასაქმების მიზნით H-3
  • ინვესტორები E-2
  • მოვაჭრეები E-1
  • ტრანზიტი შეერთებული შტატების გავლით C
  • ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი T-1
  • აშშ-ში ვიზის განახლება – A, G და NATOA1-2G1-4NATO1-6