20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს დედაქალაქში, განვითარებული მოვლენები, ქვეყნის ისტორიაში ე.წ “გავრილოვის ღამედ” შევიდა.

სერგეი გავრილოვი – რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია, რომელიც საქართველოს მარ­თლმა­დი­დებ­ლური ასამ­ბლე­ის ფარგლებში სტუმრობდა.

სერგეი გავრილოვის შესახებ ქართული ოპოზიცია მუდამ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. გარდა ამისა, სერგეი გავრილოვი ცნობილია იმითაც, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. 

2019 წლის 21 ივნისს, აქციის დარბევის შემდეგ, გადადგა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე.[17] 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“

აქციის მეორე დღეს, დილის სამი საათისთვის ძალოსნებმა “ტერიტორიის გასუფთავება” წყლის ჭავლის გამოყენებითაც დაიწყეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, რასაც მორიგი დაპირისპირებები მოჰყვა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ბაღში მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს გამიზნულად ესროდნენ.

ენტონი ფაუჩი: “ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება”

ქვეყნის მთავარი ვირუსოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება.

გააგრძელე კითხვა

რა უნდა ვიცოდეთ პოლიციის რეფორმის აღმასრულებელი განკარგულების შესახებ?

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ. აღნიშნული განკარგულება მიზნად ისახავს პოლიციის ქმედებების ეფექტურობის ამაღლებასა და ძალის გაუმართლებელი გამოყენების შემცირებას.

გააგრძელე კითხვა

COVID-19-ის ვაქცინას შეერთებულ შტატებში ყველა უფასოდ მიიღებს

პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის ვაქცინა ქვეყანაში ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

გააგრძელე კითხვა

ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის მეორე რაუნდის შესახებ

ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის ამერიკელებისთვის დარიგების მეორე რაუნდი – ჯერ კიდევ უმეტესობა რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ სენატშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად.

გააგრძელე კითხვა

13 ივნისი – ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

თბილისის “13 ივნისის ტრაგედიიდან” 5 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა.

გააგრძელე კითხვა

AstraZeneca თანახმაა, ევროპას COVID-19-ის ვაქცინის 400 მილიონი დოზა მიაწოდოს

AstraZeneca Plc ადასტურებს, რომ შაბათს ევროპის ქვეყნების მთავრობებთან კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდებას ხელი მოაწერა.

გააგრძელე კითხვა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გაუქმდა

ნიუ იორკში ბოლო პერიოდში მასობრივი არეულობების გამო დაწესებული კომენდანტის საათი გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნიუ იორკის მერი, ბილ დი ბლაზიო ადასტურებს.

გააგრძელე კითხვა

იაპონია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.

გააგრძელე კითხვა

შეერთებული შტატები საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსისშემცირებისთვის USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება – ამის შესახებ ინფორმაცია USAID/Georgia-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გააგრძელე კითხვა