Papa John’s- ის პიცერიათა ქსელი თანამშრომლებს სწავლას უფინანსებს

papajohnslogo85_0.pngPapa John’s ცნობილი საერთაშორისო ფრენჩაიზა კომპანია, რომელსაც მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე 2,800 პიცერია აქვს, გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც ის ხსნის თუ როგორ ან რატომ სურს თანამშრომლებს დაუფინანსოს განათლების მიღება.

როგორც Papa John’s International Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სთივ რიჩიმ განაცხადა, ისინი გეგმავენ ინვესტირებას საკუთარი კომპანიის თანამშრომლების განათლებაში. რიჩიმ ასევე განაცხადა: “თანმშრომლები კომპანიის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია და მათ, როგორც ოჯახის წევრებს ისე ვექცევით, სწორედ ამიტომაც, კომპანია შეეცდება ოჯახის წევრებს კარიერულ წინსვლაში და გადამზადებაში დაეხმაროს. განათლებული და ნასწავლი თანამშრომელი ყოველთვის წარმატებისა და ზრდის საწინდარია კომპანიისთვის.”

Papa John’s International Inc. ხელშეკრულება დადო Purdue Universitу Global-თან, სადაც გაგზავნის 20,000 თანამშრომელს. პაპა ჯონის ყველა ის თანამშრომელი მოხვდება სიაში ვისაც, კვირაში მინიმუმ 20 საათი უმუშავია, უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში და განათლების მიღების სურვილი აქვს.  გასნათლების მიღებას დისტანციური მეთოდით შეძლებენ, კოლეჯი სტუდენტებს 180 სხვადასხვა სპეციალობაზე სწავლას სთავაზობს.

ასევე, პაპა ჯონის მენეჯმენტი დააფინანსებს 20% ბაკალავრზე და 14% მაგისტრატურაზე + კომპანია გადაიხდის კოლეჯის აპლიკაციის საფასურსა და სხვა არსებულ ხარჯებს (მაგ: სასწავლო მასალები).

Purdue Universitу Global-ის მიხედვით პაპა ჯონის კომპანია  33,390 – 66,780$ თანხას გამოყოფს თითოეულ თანამშრომელზე.  კოლეჯის დისტანციური სწავლება განკუთვნილია მათთვის ვინც მუშაობს, თუმცა სწავლის სურვილი აქვს და არ სურს სამსახურის დატოვება სწავლის პერიოდში. დღეისათვის მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დისტანციური, ე.წ. ინლაინ კოლეჯების მეთოდი, რომელიც პირდაპირ არის მორგებული ადამიანზე.

ა.შ.შ-ში საკმაოდ პოპულარული ხდება გიგანტი კორპორაციების მხრიდან თანამშრომლების განათლებაში ფულის დახარჯვა. მაკდონალდსისა და სტარბაქსის კომპანიებმაც გაავრცელეს მსგავსი ინიციატივის პრეს-რელიზი.

ჩვენს მკითხველებსაც უჩნდებათ შანსი იმისა, რომ დაიწყონ მუშაობა პაპა ჯონის პიცერიეთა ქსელში და 3 თვის შემდეგ მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ განათლება უფასოდ ან თანადაფინანსებით.  გისურვებთ წარმატებას!

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.