ყველაფერი პარალეგალის პროფესიის შესახებ

ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა პროფესიას სჭირდება ლიცენზირება და მუშაობისთვის აუცილებელია სახელმწიფო უფლების მოპოვება, ამ უფლების გარეშე მუშაობა ითვლება დანაშაულად და შესაძლოა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით, თუმცა, როგორც წესი სახელმწიფო უფრო ხშირად ფინანსური სანქციებით შემოიფარგლება. გარდა იმისა, რომ ლიცენზირების ან უფლების გარეშე მუშაობა წარმოადგენს დანაშაულს, ასევე საზიანოა დამქირავებლისთვისაც.

რატომ? იმიტომ რომ თაღლითის (გაცნობიერებული) დაქირავება კანონით დანაშაულია. გარდა ამისა, თქვენს თავს საფრთხეში ჩააგდებთ. ხშირად ასეთი თვითმარქვიები სარგებლობენ იმით, რომ “ახალბედა” იმიგრანტს არ აქვს ინფორმაცია ამ საკითხებზე და ტყუვდება მარტივად, რეალობაში კი ასეთ სახელს ამოფარებული ადამიანები სრულებით არ აკმაყოფილებენ პროფესიულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ხშირად მათ არ აქვთ ჩაბარებული სავალდებულო გამოცდები, თუმცა მაინც იყენებენ პროფესიულ ტიტულებს რაც საშიშია თქვენი საქმის წარმატებული დასასრულისთვის.

რადგანაც ჩვენი გამოცემის სამიზნე ჯგუფს ქართველი იმიგრანტები წარმოადგენენ, გადავწყვიტეთ რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ სპეციალობებზე, რომელიც ყველაზე მეტად არის საინტერესო სათვისტომოსათვის. პერიოდულად დავწერთ სხვადსხვა სპეციალობებზე, თუმცა დავიწყებთ იმ პროფესიებით, რომელსაც ყველა იმიგრანტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ასეთებია – პარალეგალი, თარჯიმანი, იურისტი, ნოტარიუსი და ექიმი.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ პარალეგალის პროფესიაზე და შევეცდებით აგიხსნათ ამ პროფესიის ყველა ასპექტი. დავიწყოთ იმით, თუ ვინ არიან პარალეგალები და რისი უფლებები აქვთ ან არ აქვთ მათ?

საქართველოში არ არსებობს მსგავსი პროფესია ანდა გაგება როგორიც არის პარალეგალი, თუმცა, თქვენთვის გასაგები რომ გახდეს, წარმოიდგინეთ: ადვოკატის მდივანი ან თანაშემწე, რომელიც ადვოკატთან შესულ საქმეებს ამუშავებს პირველადადად, ამზადებს ყველა იმ დოკუმენტსა თუ ფორმას რომელიც შეიძლება დასჭირდეს ადვოკატს ამ საქმეზე მუშაობის პროცესის განმავლობაში. პარალეგალს შეუძლია შეადგინოს კონტრაქტები, გამოკითხოს მოწმეები, დაკითხოს დაზარებული და აწარმოოს კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ანდა დაამუშაოს ნებისმიერი სხვა სახის მონაცემების. (რაც უფრო პატარა არის იურიდიული კომპანია, მით უფრო მეტი ვალდებულება აქვს პარალეგალს).

პარალეგალად მომუშავე პირმა უნდა იცოდეს ყველაფერი რაც შეეხება კანონს და მის აღსრულებას, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია კანონის პრაქტიკასთან. მაგალითად: პარალეგალმა უნდა იცოდეს როგორ მუშაობს აშშ-ს კონსტიტუცია, როგორ არის მოწყობილი სასამართლო ინსტანციები, უნდა იცოდეს როგორ მუშაობს ლოკალური იურისდიქციის სასამართლოები და მათი ინტერაქცია ფედერალურ ინსტანციებთან. პარალეგალს ევალება ჰქონდეს აშშ-ს კანონმდებლობის საფუძვლების ძირეული ცოდნა, განურჩევლად იმისა, კანონის რომელ სფეროში მოღვაწეობს ის. მაგალითად, ის პარალეგალი, რომელიც მუშაობს უძრავი ქონების სფეროში ვალდებულია იცოდეს ფედერალური და ლოკალური კანონები უძრავი ქონების შესახებ, ან საიმიგრაციო საკითხების სფეროში მოღვაწე პარალეგალიუნდა იცნობდეს ძირეულად საიმიგრაციო კოდექსს, ასეთია კანონის მოთხოვნა პარალეგალებისმიმართ. და სწორედ ამისთვის არის დაწესებული ლოკალური და ფედერალური ასოციაციების გამოცდები პერსპექტიულ პარალეგალთათვის.

ქართულ სათვისტომოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა პარალეგალთაშესახებ რომ ისინი მხოლოდ საიმიგრაციო ფორმების შევსებით არიან დაკავებული, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. სერტიფიცირებულ პარალეგალსშეუძლია იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო მიმართულებებში, როგორიც არის: ხელშეკრულებები და ონლაინ ვაჭრობის რეგულაციები, ადმინისტრაციული კოდექსი, შრომის კოდექსი, უძრავი ქონების რეგულაციები, ინტელექტუალური საკუთრების რეგულაცია, მოხუცებულთა რეგულაციები, გაკოტრების რეგულაცია, საოჯახო სამართალი, საიმიგრაციო კოდექსი, სამედიცინო რეგულაციები და აშ. თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში პარალეგალს არ აქვს უფლება იმუშაოს როგორც ცალკეულ პირს. შტატების კანონების მიხედვით, პარალეგალს, კანონით ეკრძალება დამოუკდიებლად მუშაობა. მეტიც, მას ეკრძალება სავიზიტო ბარათებზე, ან სხვა სახის სარეკლამო მასალებზე გამოიყენოს ტერმინი პარალეგალი თუ ის არ მუშაობს იურიდიულ კომპანიაში და მას უშუალოდ არ ხელმძღვანელობს ლიცენზირებული ადვოკატი, თუ ვინმე ამ წესს არღვევს ის არღვევს კანონს. თუ კი პარალეგალი გადაწყვეტს “სოლო კარიერას” მაშინ მან უნდა გამოიყენოს ტერმინი “საკანონმდებლო ფორმების შემვსები” წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება ადმინისტრაციული სამართლის კანონდამრღვევი და მასზე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი სასჯელი ზემოთ ხსენებული კოდექსიდან. რომელიც მოიცავს თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ საურავს.

სერტიფიცირებულ და კანონიერად მომუშავე პარალეგალის ტიტულის გასწვრივ უნდა იყოს შემდეგი ასოები, რომელსაც გასცემს სპეციალური ორგანიზაცია. ამ ასოებს ვერ გამოიყენებს და ვერ მიიწერს ადამიანი და თუ მიიწერს ეს უკვე სისხლის სამართლის დანშაული იქნება.

The National Federation of Paralegal Associations (NFPA) გასცემს შემდეგ ასოებს: CRP ან RP.

  • CRP – CORE Registered Paralegal
  • RP – Registered Paralegal

The National Association of Legal Assistants (NALA) გასცემს შემდეგ ასოებს: CP ან ACP.

  • CP – Certified Paralegal
  • ACP – Advanced Certified Paralegal

The Association for Legal Professionals (NALS) გასცემს შემდეგ ასოებს: PP ან SC.

  • PP – Professional Paralegal
  • SC – Specialty Certification

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პარალეგალთა ლიცენზირებას. მხოლოდ რამდენიმე შტატშია სავალდებულო სახელმწიფო ლიცენზიის მოპოვება, ეს შტატებია: კალიფორნია, მეინიდა ჩრდ. ქეროლაინა. ამ შტატებში ულიცენზიო მუშაობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, რადგანაც მიიჩნევა რომ არც ერთმა ადამიანმა არ უნდა გასცეს იურიდიული სახის რჩევები, თუ მას არ გააჩნია იურიდიული განათლება ან შემდგომი ლიცენზია. ასევე, პენსილვანიის შტატში აკრძალულია პირის მიერ იურიდიული დახმარების აღმოჩენა ან რჩევის მიცემა თუ მას არ აქვს შესაბამისი განათლება და შემდგომი ლიცენზირება. (Pennsylvania C.S.A §2524) ფლორიდის შტატში აკრძალულია პირის მიერ იურიდიული დახმარების აღმოჩენა ან რჩევის მიცემა თუ მას არ აქვს შესაბამისი განათლება და შემდგომი ლიცენზირება და თუ ის არ აკმაყოფილებს ფლორიდის შტატის უზენაესი სასამართლოს სერტიფიცირებისადა დეფინიცირებისსტანდარტებს (Florida BRR §10-2.1)

ასევე, მსგავსი აკრძალვები გხვდება: არიზონას, კალიფორნიის, ოჰაიოს, ილინოისის შტატებში. ნიუ იორკისშტატის განათლების კოდექსში არის მუხლი §167 რომელიც მთლიანად პარალეგალებსდა ამ ტიტულის გამოყენების უფლებას ეძღვნება. §167 მუხლის თანახმად, ადამიანს არ შეუძლია პარალეგალისტიტულის გამოყენება თუ ის არ აკმაყოფილებს შტატის მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და არ აქვს გავლილი სპეციალური გამოცდები,. რომელიც დაწესებულია ამ ტიტულის მოსაპოვებლად და განათლების დონის შესამოწმებლად. ზემოთ ჩამოთვლილ შტატებშიპარალეგალსეკრძალება იურიდიული რჩევის მიცემა. დაიმახსოვრეთ, პარალეგალსარ აქვს უფლება მოგცეთ იურიდიული რჩევა. მისი საქმე მხოლოდ ფორმებისა და საბუთების შევსება გახლავთ. შეიძლება ვინმეს გააჩნდეს მდიდარი პრაქტიკა და ეს აძლევდეს მორალურ უფლებას რომ გასცეს იურიდიული რჩევები, თუმცა სახელმწიფოს თვალში ეს არის “კანონის არაავტორიზებულიპრაქტიკა” იგივე “ULP” რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ გახლავთ დასჯადი.

ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება რათა თქვენს მიერ შერჩეული პარალეგალი იყოს ლიცენზირებული და მას აუცილებლად ჰქონდეს მუშაობის უფლება, და თუ ის არ მუშაობს რომელიმე იურიდიულ კომპანიაში, სადაც მას ზედამხედველობას უწევს ლიცენზირებული ადვოკატი და ის მაინც იყენებს ტერმინ პარალეგალს, მაშინ თქვენ საქმე გაქვთ თვითმარქვიასთან, სულ მცირე უნდა გაეცალოთ ასეთ “პარალეგალს”. 

ახლა რაც შეეხება პარალეგალების განათლებას. ანუ როგორ გავხდეთ პარალეგალი?

თანამედროვე განათლების სისტემები სერიოზულ ცვლილებას განიცდის ონლაინ სწავლების სახით და ეს თითქმის ყველა სფეროს ეხება, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სფეროები როგორიც მედიცინა გახლავთ, სადაც ტრადიციულ აუდიტორიას ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ სწავლება. და მაინც, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ონლაინ სკოლები/უნივერსიტეტები. უფრო უკეთ რომ გაიგოთ “რა ხილია” ეს, შეგახსენებთ დაუსწრებელსტუდენტებს, რომლებიც მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად მიდიოდნენ უნივერსიტეტში.

მინიმალური მოთხოვნა რომ გახდეთ პარალეგალიარის საშუალო სკოლის ატესტატი. შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ რომელი განათლების საფეხური გაინტერესებთ, რადგანაც პარალეგალისპროფესიის დასაუფლებლად არსებობს რამდენიმე სხვადსხვა პროგრამა, ესენია: სასერტიფიკაციო, ასოცირებული და ბაკალვრის ხარისხის. სასერტიფიკაციო კურსი 8 კვირაში ჩატეული სასწავლო პროგრამაა და მისი წარმატებით დასრულებისას გადმოგეცემათ პარალეგალისდიპლომი, რომელიც დიდად განსხვავდება ასოცირებული ან ბაკალავრიატის ხარისხისგან. ამ დიპლომით ვერ გაივლით პარალეგალთაფედერალური ან ლოკალური ასოციაციის გამოცდებს, და ვერ მიიღებთ სერტიფიცირებული პარალეგალისტიტულს, რადგანაც იურიდიულ კომპანიაში 6 თვიანი პრაქტიკა გჭირდებათ და ბაკალავრის ხარისხია საჭირო (ნებისმიერი პროფესიის ბაკალავრი) შეიძლება ამ დიპლომით მოახერხოთ დასაქმება, თუმცა ამ კურსებით ძირითადად მდივნები და ასისტენტები ინტერესდებიან. ყველაზე დიდი განმასხვავებელი – სასერტიფიკაციო კურსი არ გახლავთ საუნივერსიტეტო კრედიტების ექვივალენტი, ანუ, თუ გადაწყვეტთ სწავლის გაგრძელებას ეს დიპლომი არ გამოგადგებათ და სასურველი კოლეჯი არ აღიარებს მის კრედიტებს.

თუ ამ პროფესიას სერიოზულად განიხილავთ, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ ასოცირებული (2 წლიანი) ხარისხით, რომელის დასრულების შემდეგ ყველა იურიდიული კომპანია აგიყვანთ, შემდეგ გექნებათ პრაქტიკა და შეძლებთ ჩააბაროთ ფედერალური ან ლოკალური ასოციაციების სერტიფიცირების გამოცდებიც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ რომელიმე სახელმწიფო სააგენტოში დასაქმებას, მაშინ ბაკალავრიატის ხარისხი პარალეგლის დისციპლინაში აუცილებელი მოთხოვნა გახლავთ. თითქმის ყველა სახელმწიფო სააგენტო ასაქმებს პარალეგალებს, რადგანაც იურისტებისგან განსხვავებით პარალეგალისხელფასი 1/2 ნაკლებია და ხშირ შემთხვევაში “კლერკად” მუშაობის გამოცდილება სრულებით საკმარისია იმისთვის რომ დასაქმდეთ სახელმწიფო სტრუქტურაში.

პარალეგალისასოცირებულ ბაკალავრის ხარისხს ხშირად ისინი იღებენ, ვისაც სურს იურიდიული განათლების მიღება, რადგანაც შტატებში განსხვავებული განათლების სისტემაა და სკოლის დამთავრების შემდეგ ვერ მოხვდებით იურიდიულ ფაკულტეტზე, რადგანაც იურისპრუდენცია აქ ისწავლება მხოლოდ მასტერის ან დოქტორანტურის საფეხურებზე. მანამ, სანამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებთ, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ (ნებისმიერი) ბაკალავრის დიპლომი.

პარალეგალისსასერტიფიკაციო დიპლომის მიღება შესაძლებელია ონლაინ კოლეჯის დახმარებით, რომელიც მინიმუმ 8 კვირა და მაქსიმუმ 18 კვირა შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული კოლეჯია Ashworth College, რომელიც 800$ გთავაზობთ ამ სადიპლომო კურსებს. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს თვიურ გადასახდს იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ მთლიანი თანხა ერთიანად, ამ შემთხვევაში დიპლომის საფასური 1000$-ზე ოდნავ მეტი იქნება. იმისათვის რომ ჩაირიცხოთ ამ კოლეჯში არ დაგჭირდებათ არც ატესტატი და არც სხვა საბუთები. ეს გახლავთ სასერტიფიკაციო კურსი და არ მოითხოვს ზედმეტ ბიუროკრატიას, თუმცა ალბათ ახლა თავად ხვდებით რა განსხვავებაა ამ კურსებს და ბაკალავრის ხარისხს შორის. როდესაც ჩაირიცხებითამ კოლეჯში და გადაიხდით სწავლის საფასურს, კოლეჯი გამოგიგზავნით სასწავლო მასალასა და ინსტრუქციებს, რისი დახმარებით შეძლებთ კურსის დახურვას და გამოცდების ჩაბარებას.

თავად Ashworth College გახლავთ აკრედიტირებული უნივერსიტეტი, თუმცა ეროვნულ დონეზე, ეს სრულებით არ ნიშნავს რომ მისი დიპლომის აღიარება მოხდება ყველა ეროვნულ უმაღლეს სასწავლებელში. აშშ-ში უმაღლესი სასწავლებლებისთვის არსებობს 2 სახის აკრედიტაცია- რეგიონალური და ეროვნული. იმ კოლეჯებს, რომლთაც აქვთ რეგიონალური აკრედიტირება გახლავთ ტრადიციული სასწავლებლები, რომელთაც აქვთ ასოცირებული და ბაკალავრიატის, მაგისტრისა და დოქტორანტურის საფეხურების პროგრამები. ეროვნული დონის აკრედიტაციის მქონე კოლეჯები ახლოსაა ჩვენებურ “პროფესიული სასწავლებლის” გაგებასთან. პროფესიული სასწავლებელი გასცემს ისეთი სახის დიპლომებს და სერტიფიკატებს, რომელსაც არ სჭირდება 4 წლიანი სწავლება, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს რომ მათი დიპლომი უვარგისია, არა, უბრალოდ მათ დიპლომებს სერიოზულად არც განიხილავს არც ერთი რეგიონალური აკრედიტაციის მქონე კოლეჯი, როგორიც გახლავთ მაგალითად: Kingsborough Community College ან Stony Brook University. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სხვაობის დანახვა, რადგანაც თუ დაინტერესებული ხართ სწავლის გაგრძელებით მაშინ არ გამოგადგებათ ეროვნული აკრედიტირებისმქონე სკოლები. მაგრამ, თუ თქვენი მოტივაცია მხოლოდ საიმიგრაციო ფორმებისა და ე.წ. “არალეგალ პარალეგალად” მუშაობა გახლავთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ ისწავლოთ ეროვნული აკრედიტირების მქონე სკოლაში.

ამ ლინკზე იხილავთ იმ სასწავლებლების სიას, რომელთაც აქვთ ონლაინ სწავლება პარალეგალის პროფესიისთვის.

გამოყენებული მასალა: The Paralegal professional by Thomas Goldman & Henry R. Cheeseman. The National Federation of Paralegal Associations (NFPA). The National Association of Legal Assistants (NALA). The Association for Legal Professionals (NALS).

Facebook Comments