მაღაზიათა ქსელი Payless ხურავს აშშ-ში ყველა (2,100) მაღაზიას.

636270041248319680-Payless-Shoe-Sourceროგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი ხურავს ყველა მაღაზიას, რაც 2,100 ობიექტია. წელს კომპანიამ უკვე მეორეჯერ გამოაცხადა გაკოტრება. პირველად დახურა 400 მაღაზია, ახლა კი ყველა ობიექტს დახურავს, დაიხურება ასევე ონლაინ მაღაზიაც.

როგორც კომპანია განმარტავს, ონლაინ გიგანტების (ამაზონი და სხვ.) დამსახურებაა, რომ ბიზნესი გაკოტრების პირას მივიდა. Payless-ის გარდა, იმავე მიზეზით გაკოტრების გზას ადგანან: სათამაშოების გიგანტი Toys “R” Us, Brookstone და Charlotte Russe, Gymboree და RadioShack.

კომპანია Payless დაფუძნდა შტატ ქანზასში, ქალაქ ტოპეკაში. მთლიანობაში მას ჰქონდა 3,600 მაღაზია, წარმოდგენილი იყო 40 ქვეყანაში, დასაქმებული ჰყავდა 18,000 ადამიანი.

კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით, ხვალიდან დაიწყება გრანდიოზული, 90%-მდე  ფასდაკლება, რომელიც გასტანს მანამდე, სანამ საწყობებს არ დააცარიელებენ, თუმცა გამომდინარე ფასდაკლების ოდენობიდან, საწყობების დაცარიელება ივარაუდება თვის ბოლომდე.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.