პენსია აშშ-ში

გექნებათ თუ არა პენსია აშშ-ში და რამდენი წლის მუშაობის მერე?

ეს არის კითხვა, რასაც ყველა სვამს.სოციალური დაზღვევის თანხების Social Security funds დაგროვება და განაწილება უკვე საპენსიო ასაკში სახელმწიფოს მიერ ორგანიზდება და მკაცრად განსაზღვრული ფორმულებით გამოითვლება. თუ სოციალური დაზღვევის ნომრის (Social Security number) მქონე გადასახადის გადამხდელი მუშაობს 40 კვარტალის განმავლობაში (10 წელი, 40 პოინტი).

სოციალური დაზღვევის დაგროვილი თანხის მიღების უფლება გეძლევათ 62 ან 62,5 წლის ასაკში (ეს დამოკიდებულია დაბადების თვეზე). თანხის რაოდენობა დამოკიდებულია წლების განმავლობაში გადახდილ თანხის რაოდენობასა და დასაქმების ხანგრძლივობაზე.

პენსია, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ ორგანიზდება, გროვდება ნებაყოფლობით დაწესებულ საპენსიო კერძო ფონდების მიერ, ხელფასიდან სისტემატიური თანხების ნებაყოფლობითი ჩარიცხვის შედეგად. თუ თქვენ არ რიცხავთ თანხებს ყოველი ჩეკიდან საპენსიო ფონდებში, რომელიც შეიძლება თქვენ თვითონ გქონდეთ დაწესებული, ან დამქირავებლის მიერ იყოს ორგანიზებულ-შემოთავაზებული, თქვენ არ გექნებათ პენსია და გექნებათ მხოლოდ სოციალური დაზრვევის თანხა საპენსიო ასაკში.

აშშ-ში, თუ თქვენ არ გახსნით ან თქვენი დამსაქმებელი არ გახსნის საპენსიო ფონდს და არ რიცხავთ არანაირ პროცენტს ხელფასიდან სისტემატურად, მაშინ პენსია არ გექნებათ. ზუსტად ესაა განსხვავება პენსიასა და სოციალურ დაზრვევას შორის.

ბევრ გადასახადის გადამხდელს ჰგონია, რადგან სახელმწიფოს ფიქსირებულ გადასახადს უხდის პენსიაც ექნება, მაგრამ ეს ესე არ არის. ლიბერალურ, საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, თუ არაფერს დააგროვებთ არც რაფერი გექნებათ გასანაწილებელი საპენსიო ასაკში. თუმცა, თუ დიდი ხნის მუშაობისა და გადასახადების გადახდის ისტორია გაქვთ, მაშინ თქვენი სოციალური დაზღვევის ჩეკი შესაძლოა საკმაოდ დიდი იყოს.

არსებობს სხვადასხვა საპენსიო ფონდები, მათი მორგება თქვენ სიტუაციაზე ხდება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ვისაც ბიზნესი აქვს და დეკლარაციას ავსებს ყოველ წელს, და ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ხარჯები აჩვენოს რომ ნაკლები მოგება დარჩეს, მცირე მოგებაზე პერსონალურში შემოსავალში მცირე გადასახადს იხდიან და სოციალური დაზღვევის ფონდშიც მცირე თანხები უგროვდებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ არამც თუ პესნია, სოციალური დაზღევვის თანხაც მცირე ექნებათ საპენსიო ასაკში.

უკვე გამოცდილი ბიზნესის მფლობელები თვითონ აწესებენ საპენსიო მინი-ფონდებს კერძო საპენსიო ფონდებთან და იქ ირიცხავენ თანხებს ბიზნესიდან, რაც აძლევთ საშუალებას დაზოგონ გადასახადიც. საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები ხარჯია ბიზნესისათვის და ის არ იბეგრება პერსონალურ დეკლარაციაში როგორც შემოსავალი (ორმაგი სარგებელი).

ბიზნესის მფლობელობა არ ნიშნავს მხოლოდ კორპორაციის ან შ.პ.ს. ქონას, თუ თქვენ თვითდასაქმებილი ხართ და 1099 ფორმას იღებთ, შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებული ხართ, როგორც ბიზნესის მფლობელი. W2 ფორმაზე მომუშავე გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც უფრო მეტ გადასახადებს იხდიან ვიდრე თვითდასაქმებულები და ბიზნესმფლობელები (არა ყოველთვის), უფრო მეტი სოციალური დაზღვევის თანხები უგროდებათ და მათი საპენსიო ასაკის შემოსავალიც მეტი იქნება.

მაგრამ, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, თუ საპენსიო ფონდი არ გაქვთ, არც პესნია გექნებათ. მოითხოვეთ დამქირავებლისგან შეგიყვანონ საპენსიო ფონდში და გადაგირიცხონ ყოველი ჩეკიდან გარკვეული პროცენტი. საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები თქვენი ფულია, ინვესტიციაა რომელიც იზრდება, ემატება და ხანდაზმულობაში მოგეხმარებათ. თუ თქვენ გაქვთ კერძო საპენსიო ფონდიც და გადასახადებსაც იხდით დიდი ხანია, ამ სიტუაციაში, სოციალური დაზღვევის თანხების აღება შეგიძლიათ მას შემდეგ რაც მიაღწევთ 62 წელს, მაგრამ სანამ დასაქმებული ხართ პენსიას ვერ მიიღებთ და მხოლოდ მუშაობის შეწყვეტის შემდეგ დაგენიშნებათ ის. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ერთდროულად მიიღოთ სოციალური დაზღვევისა და პენსიის თანხებიც, რაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტად ითვლება.

მოცემული სტატია არ წარმოადგენს თარგმანს, არამედ, ის ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებისა და საპენსიო ფონდების შესახებ სხვადასხვა სემინარებზე მიღებული ცოდნის შეჯამებას. (ავტ.)

ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენი პოდკასტის მოსმენით, რომელიც დალი ხოხობაშვილთან ჩაიწერა.

დალი ხოხობაშვილი – პერსონალური ფინანსები S1E1


Facebook Comments