პენტაგონმა მოქალაქეების კარანტინში გადასაყვანად 11 ბაზა გამოყო

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით, პენტაგონმა კარანტინის 11 ბაზა გამოყო, სადაც დაავადებულ მოქალაქეებს გადაიყვანენ.

კარანტინის ბაზები ქვეყნის მთავარი აეროპორტების სიახლოვეს იქნება განთავსებული.

ამ ფაქტის შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრმა გააკეთა. კარანტინის ზონები კი ჩამოთვლილი აეროპორტების სიახლოვეს იქნება: ჰონოლულუ, ჩიკაგო, თექსისი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანსისკო, ატლანტა, ნიუ-იორკი, სიეტლი, დალასი, ნიუ-ჯერზი, დეტროიტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, 350 ადამიანი, რომელთა ევაკუაცია ეპიცენტრიდან მოხდა, კარანტინში შესამოწმებლად გადაიყვანეს.

ბოლო 50 წლის მანძილზე ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი რიცხვია, სხვადასხვა შტატებში კი ოფიციალური მონაცემებით ვირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

წყარო

Facebook Comments