ლოს-ანჯელესში, თვითმფრინავმა საწვავი სკოლის სათამაშო მოედანზე დაღვარა

სამგზავრო თვითმფრინავიდან, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომას ახორციელებდა, გადმოღვრილი საწვავი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის სპორტულ მოედანზე დაიღვარა.

საწვავის დაღვრის შედეგად, 17 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, ქალაქ კადაჰის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ძირითადად კანის დაზიანებები და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძრავში წარმოქმნილი პრობლემის გამო „დელტა ეარლაინის“ თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაჯდომის განსახორციელებლად ბრუნდებოდა და წონის შემსუბუქების გამო თვითმფრინავიდან ნავთობი გადმოღვარეს.

სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, ავიაციის წესების თანახმად, საწვავის გადმოღვრა განსაზღვრულ ტერიტორიაზე და მაღალ სიმაღლეზე უნდა განხორციელდეს.

წყარო

Facebook Comments