სადაზღვეო თაღლითობა – 10 მილიონის ზარალი სახელმწიფოს

ნიუ იორკის შტატის გენ.პროკურორი ლეთიშა ჯეიმსის განცხადებით, ბრალდება წაუყენეს და დააკავეს ქუინსის ბოროუს სააფთიაქო ქსელის First Choice Pharmacy-ის მფლობელი ირინა ფიჩხაძე და მისი აფთიაქების სამ მენეჯერი. პროკურატურა მათ ედევება განსაკუთრებით დიდი ოდენობის (10 მილიონი დოლარი) თანხის თაღლითური გზით მითვისებაში. პროკურატურის ცნობით მათ ეს თანხა მიითვისეს ფედერალური დაზღვევის პროგრამის – მედიქეიდის გაქურდვით. გარდა დოკუმენტების გაყალბებისა, მათ ბრალი ედებათ ფულის გათეთრებაში და სადაზღვეო თაღლითობაში.

გარდა ირინა ფიჩხაძისა, პროკურატურამ ბრალდება წაუყენა აუდიტორულ კომაპნია Express Audit Prevention Corp. (Express Audit) და OTC Distributors, Inc.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ ისინი ეხმარებოდნენ ირინას კომპანიის ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებაში და მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ ფედერალურ სააგენტოებს. ეს თაღლითური სქემა მუშაობდა 2013-2016 წლებში და ფედერალურ ბიუჯეტს ამ წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა.

თაღლითური სქემა შემდეგნაირად მუშაობდა: ექიმები გამოგონილ პაციენტებს ქრთამის სანაცვლოდ უწერდნენ რეცეპტებს, შემდეგ კი აფთიაქი ამ წამლებს არ გასცემდა, თუმცა ანგარიშ-ფაქტურას უგზავნიდა Medicaid-ის ადმინისტრაციას. როგორც პროკურატურის პრესს-რელიზში ვკითხულობთ, სქემით მოპარული ყველა პრეპარატი განკუთვნილი იყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე (აივ) პაციენტებისვთის.

“ღრმად შემაწუხებელი და დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისთვის, ის ფაქტი რომ მედ.მუშაკები, რომლებსაც ვენდობით და საზოგადოების ზრუნვა მივანდეთ, ხოლო ისინი ასე ექცევიან ყველაზე მოწყვლად პაციენტებს და მათგან იპარავენ აუცილებელი და გადაუდებელი სამედიცინო მოსამხურების თანხებს” – განაცხადა ნიუ იორკის შტატის გენ.პროკურორმა ლეთიშა ჯეიმსმა.

ირინა ფიჩხაძისა და მისი თანამშრომლების სასამართლო ჩაინიშნა პირველ აგვისტოს, პროკურატურა მათთვის 25 წლიან სასჯელს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან ჩამოსულ იმიგრანტებს აკავებენ და ბრალს სდებენ თაღლითობაში. გასულ წლებში 500-მდე მედ.მუშაკი დააკავეს, რომლებმაც საერთო ჯამში ბიუჯეტს მილიარდ-სამასი-ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს. 100-მდე ექიმი იყო ჩართული ამ სქემებში და 20-მდე შტატში ჰქონდათ თაღლითური საპარტნიორო ქსელი. ექიმები, გარდა ყალბი რეცეპტებისა, ფედერალურ ბიუჯეტს უგზავნიდნენ ანგარიშებს არარსებულ სამედიცინო ტესტებისა და თერაპიების გამო. ყველა მათგანს 10-17 და 25 წლიანი სასჯელი მიუსაჯა სასამართლომ.

წყარო

Facebook Comments