ერთჯერადი პლასტიკური პარკების აკრძალვა ნიუ იორკში: რა უნდა ვიცოდეთ?

ნიუ იორკში ერთჯერადი პლასტიკური პარკების აკრძალვა სასურსათო მაღაზიებს შეეხება, ასევე კვების ობიექტებს და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც მოუწევთ შეწყვიტონ მათი წარმოება/გამოყენება 2020 წლის პირველი მარტისთვის.

ახალი ქაღალდის შეფუთვები მხოლოდ 5 ცენტი ეღირება. რამ განაპირობა ზემოთხსენებული კანონის შემოტანა? ყოველწლიურად 10 მილიარდზე მეტი პლასტიკური პარკის დაშლა ხდება, რომლიდანაც მუშები ყოველკვირეულად 1700-ზე მეტს ღებულობენ.

მოსახლეობა მილიარდამდე ერთჯერად პარკს იყენებს, რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე წუთით სჭირდებათ, შემდეგ კი უბრალოდ აღარ.. პოლიეთილენის პარკები ძალიან დიდი პრობლემაა, რომელთა დაშლა საკმაოდ დიდ დროსთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხშირად შევხვედრილვართ გაჭედილ პარკებს ხეებზე ან სხვადასხვა ადგილებზე, მსგავსი შემთხვევები კი ბუნებაში საკმაოდ სისტემატიური სახით ფიქსირდება. ახალი კანონი კი მიზნად ისახავს ამ დაბინძურების მასშტაბურ აღმოფხვრას.

რას ნიშნავს ეს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? როცა საყიდლებზე წახვალ შენს პროდუქციას აღარ მოათავსებენ პოლიეთილენის პარკში, ყველა ბიზნესს, რომლებიც მომხმარებლისგან სახელმწიფო გადასახადების შეგროვებას მოითხოვს, აეკრძალება პოლიეთილენის პარკების გამოყენება… სად მოათავსებ შენ მიერ ნაყიდ პროდუქტებს? შენ თვითონ უნდა წაიღო ჩანთა, რომელშიც მათ მოთავსებ. ზოგ მაღაზიას ექნება მრავალჯერადი გამოყენების პარკები/ჩანთები ფასდაკლებით, ზოგიერთ დაწესებულებაში კი ქაღალდის ახალი შეფუთვა მხოლოდ 5 ცენტი ეღირება.

მაღაზიები არ არიან ვალდებულნი ჰქონდეთ ყოველივე ეს. მრავალი სუპერმარკეტი უარს იტყვის პარკების/ჩანთების წარმოებაზე.

ეს ნიშნავს რომ ყველა პოლიეთილენის პარკი აიკრძალება? არა, არის ისეთი პოლიეთილენის პარკები, რომლებზეც აკრძალვა არ იმოქმედებს, ესენია განკუთვნილი იქნება შემდეგი პროდუქტებისთვის: ხორცი, თევზი და უმი პროდუქტი, რომელიც პოლიეთილენის პარკით იფუთება რათა არ გაფუჭდეს, ასევე ყვავილები და საჭმელი , რომლის დაჭრასაც თავად მომხმარებელი ითხოვს რათა მალევე მოამზადოს.

გაზეთები, და სხვადასხვა პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი დიდი ოდენობით ყიდულობს (იგულისხმება ყუთებით) ნაგვის პარკები, ასევე საჭმლის შესანახი პარკები, შესაფუთი და ა.შ.

აფთიაქებში აკრძალვა არ იმოქმედებს, ცალკეული სახეობის წამლის მოსათავსებლად. აკრძალვა არ შეეხება ასევე ზოგიერთ რესტორანს, რომელსაც გააჩნია სახლებში მიტანის სერვისი და ა.შ.

წყარო

Facebook Comments