რეკორდული ყინვა – მსხვერპლი 17 ადამიანი

aHR0cDovL3d3dy5saXZlc2NpZW5jZS5jb20vaW1hZ2VzL2kvMDAwLzEwMy85OTMvb3JpZ2luYWwvbm9ydGhhbWVyaWNhX2dlbzVfMjAxOTAyOS5wbmc=ოფიციალური მონაცემებით, რეკორდული ყინვების გამო დაღუპულია 11 ადამიანი. სუტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილოეთ შტატებში რადგანაც არქტიკული ყინა სწორედ მათ დაატყდათ თავს პირველებს.

ცელციუსით -30 გრადუსიდან -44 გრადუსამდე მერყეობს. ზოგან ქარის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცივა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთ ამინდში გარეთ გასვლა რამდენიმე წუთითაც კი სახიფათოა.

ილინოისის შტატში დღეს -40F ფარენჰაიტი (-40C) გრადუსი დაფიქსირდა, მინესოტას შტატში -44F გრადუსი იყო. 100-მდე დასახლებულ პუნქტში ფოსტის მიწოდება შეჩერებულია. ბევრგან გაუქმებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ჩიკაგო, სადაც მინიმალური ტემპერატურა -55 ფარენჰაიტი (-49C) დაფიქსირდა. გაუსაძლისი ყინვების გამო საფრთხეში აღმოჩნდნენ უსახლკარო პირები, თუმცა პროტესტანტული საქველმოქმედო ორგანიზაცია “კეთილი სამარიტელის” დახმარებით 70 უსახლკაროს სასტუმროს ნომრები დაუქირავეს.

ასევე, ჩიკაგოს სახანძრო დეპარტამენტი მოსახლეობაშ აგროვებს პროპანის ავზებს, რათა გადასცეს იმ ოჯახებს რომელთაც გათბობის საშუალება არ გააჩნიათ.

ილინოისისა და უისკონსისნი შტატებში ზოგიერთი რომაულ-კათოლიკური სამრევლოები ამ დღეებში ეკლესიებს თავშესაფრად გადააქცევენ, რათა უსახლკაროებმა შეძლონ თბილად დაძინება.

უისკონსინში და მიჩიგანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამთავრობო ოფისები დახურულია. ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის მიხედვით: დღეს კონტინენტური ა.შ.შ-ს ტერიტორიის 75%-ზე მცირე ან ძალიან დიდი ყინვებია.

სინოპტიკოსები დათბობას შემდეგ კვირაში ვარაუდობენ. ბოლოს მსგავსი დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა 115 წლის წინ.

ვიდეო თუ რა არის პოლარული ვორტექსი და როგორ ყალიბდება ის.

1წყარო 2წყარო 3წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.