პრეზიდენტის დღე

web1_presidents_dayყოველწლიურად, თებერვლის მესამე ორშაბათს აღინიშნება პრეზიდენტის დღე (Presidents’ Day) თუმცა ოფიციალურად ეს დღე ვაშინგტონის დაბადების დღე არის, მაგრამ ხალხში მაინც აღინიშნება როგორც პრეზიდენტის დღე. სხვადასხვა შტატებში აღნიშნავენ როგორც აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეს, ზოგან კი მხოლოდ ჯორჯ ვაშინგტონის.

საფუძველს ეს დღე იღებს ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღნიშვნით, რომელიც იყო მამა-დამფუძნებელი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. ეროვნულ დონეზე მისი დაბადების დღე პირველად აღინიშნა 1880 წელს, მისი რეალური დაბადების დღე კი 22 თებერვალს იყო. ძალიან მალე ეს დღე ეროვნული მნიშვნელობის ზეიმად იქცა, მის საპატივცემულოდ იმართებოდა მეჯლისები, მიღებები, საქველმოქმედო საღამოები და სადილები.

1971 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით დადგინდა ეროვნული დღესასწაულები და მათი თარიღები. კონგრესმა გადაწყვიტა გადაეხედა არსებულ დღესასწაულების კალენდარს და აღმოჩნდა ისე, რომ თებერვალში კიდევ ერთი პრეზიდენტის დაბადების დღე იზეიმებოდა. 12 თებერვალს აღინიშნებოდა აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღე. ა. ლინკოლნი ა.შ.შ-ს ისტორიაში ერთი ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო. მისი თაოსნობით გაერთიანდა ქვეყანა და დასრულდა ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის, ასევე გაუქმდა მონობა და აიკრძალა მონათმპყრობელური კანონები.

73868485-56a9b5465f9b58b7d0fe403d.jpg

1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესს მიმართა წინადადებით, რათა ვაშინგტონისა და ლინკოლნის  დაბადების დღეეები გაერთიანებულიყო და ერთ დღეს ეზეიმათ, ამასთანავე ამავე დღეს ეზეიმათ ყველა არსებული და მომავალი პრეზიდენტის დღეობა, რომელიც ხალხს ემსახურებიან ამ თანამდებობით. პრეზიდენტ ნიქსონის ეს წინადადება კონკგრესმა არ გაითვალისწინა და ეს დღე დარჩა პრეზიდენტ ვაშინგტონის დაბადების დღის აღმნიშვნელად.

Facebook Comments