გაისად აშშ მხოლოდ 10,000 დევნილს მიიღებს

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოთახი, მან დევნილთა მიღების პროგრამა 120 დღით შეაჩერა, თუმცა უზენაესი სასამართლოს ჩარევით ეს შეჩერება გაუქმდა და ის კვლავ ამუშავდა, თუმცა თეთრმა სახლმა სხვა გზას მიმართა და ცდილობს რომ ეტაპობრივად შეამციროს დევნილებისთვის გამოყოფილი ქვოტა.

მაგალითისთვის ტრამპის პრეზიდენტობამდე [დაწყებული 1980 წლიდან] ეს ქვოტაიყო 207,000 დევნილი წელიწადში, 2016 და 2017 წლებში ეს ქვოტა 45,000-მდე დაწიეს, 2018 წელს კი 30,000-ით განისაზღვრა 2019 წლის ქვოტა. ახლა, როდესაც 2020 წლის საანგარიშო წლის ქვოტებიუნდა დადგინდეს, თეთრი სახლი მხოლოდ 10,000 ადამიანს სთავაზობს დევნილის სტატუსს. მიუხედავად 2018 წლის ქვოტისა [45,000] დევნილის სტატუსი მხოლოდ 22,415 ადამიანს მიანიჭეს.

სხვადასხვა უფლებადამცველთა აზრით, მსგავსი მიდგომა ანტი-ამერიკულიადა ქვეყნის ტრადიციას ეწინააღმდეგება, რადგანაც ტრადიციულად და ისტორიულად ამერიკა ყოველთვის ის ქვეყანა გახლდათ სადაც დევნილებს შეეძლოთ თავშესაფრის მიღება.

რედ: საერთაშორისო და აშშ-ს კანონმდებლობით, დევნილად იწოდება ის პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო იმ მიზნით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, და ამის გამო ის თავშესაფარს სთხოვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს. დევნილთა აქტი 1980 წელს მიიღო კონგრესმა და მაშინვე დადგინდა რომ პრეზიდენტი დაადგენს ყოველი წლის ქვოტას, თუ რამდენი დევნილი მიიღოს ქვეყანამ, ან საიდან უნდა იყვნენ ეს დევნილები. მას შემდეგ რაც დევნილი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიუროკრატიულ პროცესს გადალახავდა, ის ჩამოდიოდა შტატების ტერიტორიაზე და აქ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ასახლებდნენ.

ქვოტის გამოცხადების საბოლოო ვადა 30 სექტემბერი გახლავთ. როგორც კი საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაცია გახდება საჯარო, რედაქცია აუცილებლად მოგაწვდით მას.

წყარო

Facebook Comments