როდ აილენდში ცდილობენ გამოააშკარავონ ნიუ-იორკელები, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო თავშესაფარს ეძებენ

როდ აილენდის შტატმა ეროვნული გვარდიის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, სამხედროები კარდაკარ შეეცდებიან გამოააშკარავონ ის ადამიანები, რომლებიც ნიუ-იორკიდან პანდემიის დროს ჩავიდნენ პატარა შტატში.

საქმეში შტატის პოლიციაც აქტიურად ჩაერთვება, გუბერნატორი ჯინა რაიმონდო კი აცხადებს, რომ ვინც ტერიტორიაზე ნიუ-იორკიდან შემოვა, ვალდებული იქნება 14 დღიანი კარანტინი გაიაროს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ყველა მოქალაქე დაჯარიმდება ან შესაძლოა პატიმრობაც კი შეეფარდოს.

“ზუსტად ახლა, ჩვენ სერიოზული რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ამ რისკს კი ნიუ-იორკი ეწოდება.” – განაცხადა, რაიმონდომ.

როდ აილენდის შტატი, სადაც პარასკევს საღამოს ვირუსის 162 შემთხვევა დადასტურდა, (ნიუ-იორკთან შედარებით დაახლოებით 44 000-ით ნაკლები) შეუერთდა სხვა მუნიციპალიტეტებს და შტატებს, რომლებიც ცდილობენ ნიუ-იორკში მიმოსვლა აკრძალონ, ამ დროისთვის კორონავირუსის ეპიცენტრი სწორედ ნიუ-იორკია.

გუბერნატორმა რაიმონდომ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფონზე უფლებამოსილია მკაცრი ზომებიც მიიღოს.

“ვიცი, რომ ეს უჩვეულოა. ვიცი, რომ ეს ექსტრემალურია და ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი ამას არ ეთანხმება.

თუ გსურთ თავშესაფარი როდ აილენდში მოძებნოთ, თქვენ კარანტინში ყოფნა მოგიწევთ.” – განაცხადა, გუბერნატორმა რაიმონდომ.

წყარო

Facebook Comments