წმინდა პატრიკის დღეობა

0317patrick-irelandწმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, (რომის კათოლიკე ეკლესიის წმინდანი) რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ რომელიც აღესრულა 17 მარტს (ჩვ.წ. 387-461 წწ.), ის ირლანდიაში ქადაგებდა ქრისტიანობას. პატრიკმა მიატოვებინა ადგილობრივ მოსახლეობას პაგანიზმი (კერპთთაყვანისმცემლობა) და მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად აღინიშნება მე-17 საუკუნის დასაწყისიდან. ის გახლავთ ირლანდიური კულტურისა და იდენტობის ზეიმი.

დღის განმავლობაში აღინიშნება ეკლესიაში წირვაზე დასწრებით, საღამოს გარეთ გადიან მწვანე ფერის ტანსაცმლით და ერთმანეთს ლუდის კათხის მიჭახუნებით ულოცავენ. ძველი ტრადიცია გვამცნობს, რომ ვისაც მწვანე სამოსი არ ეცვა მას ჩქმეტდნენ 🙂

თავდაპირველად წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებული იყო ცისფერი ფერი, მაგრამ შემდგომში მწვანე უფრო მეტად დაუკავშირდა. მწვანე ბაფთებსა და სამყურა ფოთლებს ატარებდნენ ამ დღესასწაულზე მე-17 საუკუნიდან. როგორც გადმოცემები გვამცნობენ, წმ.პატრიკი სამყურა ფოთოლს იყენებდა წმინდა სამების ერთობისა და თანასწორობის პრინციპის ასახსნელად ირლანდიელ კერპთთაყვანისმცემლებთან ქადაგებისას.

St-Patricks-Day90330056წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა, ლაბრადორში და მონტსერატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ ინგლისში და შოტლანდიაში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

ა.შ.შ-ში წმინდა პატრიკის დღე, ან როგორც აქ ალერსით უწოდებენ – წმინდა პატის დღე, არ არის ფედერალური უქმე დღე, თუმცა მასშტაბურად აღინიშნება. ზოგიერთ ქალაქში 17 მარტს აღლუმები და სახალხო სანახობები იმართება. ა.შ.შ-ში მხოლოდ შტატ მასაჩუსეტში, შტატ ჯორჯიის დედაქალაქ სავანაში და შტატ ნიუ-იორკის სუფოლკის ქაუნთიში არის მიჩნეული უქმე დღედ. ქალაქ ნიუ-იორკში ტარდება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური აღლუმი და მიიჩნევა რომ ნიუ-იორკი ყველაზე პირველი ქალაქია რომელიც უკვე 200 წელია აღნიშნავს ამ დღეს.

თუ იმყოფებით ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ქალაქში, შეურთდით და გაერთეთ მეგობრებთან ერთად წმ. პატრიკის აღლუმზე:

  • Boston, Massachusetts

  • Holyoke, Massachusetts

  • Worcester, Massachusetts

  • New York City, New York

  • Pearl River, New York

  • Buffalo, New York

  • Scranton, Pennsylvania,

  • Pittsburgh, Pennsylvania,

  • Philadelphia, Pennsylvania

  • Morristown, New Jersey

  • New Orleans, Louisiana

  • Atlanta, Georgia

  • Savannah, Georgia

  • Carbondale, Pennsylvania

  • New Haven, Connecticut

  • Cleveland, Ohio

  • Cincinnati, Ohio

  • Milwaukee, Wisconsin

  • New London, Wisconsin

  • Chicago, Illinois

  • Peoria, Illinois

  • Saint Paul, Minnesota

  • San Francisco, California

  • San Diego, California

  • Rolla, Missouri

  • Kansas City, Missouri

  • St. Louis, Missouri

  • Butte, Montana

  • Denver, Colorado

  • Baltimore, Maryland

  • Bay City, Michigan

  • Detroit, Michigan

  • Norfolk, Virginia

  • Alexandria, Virginia

  • Washington, D.C.

  • Louisville, Kentucky

  • Lexington, Kentucky

  • Columbia, South Carolina

Facebook Comments