ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე გახდა

21 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.   

ქართველმა ფინალში ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. მანამდე, ის ნახევარფინალში თურქეთის საუკეთესო მოფარიკავეს, ენვერ ილდირიმის შეხვდა და შეხვედრა 15:11 მოიგო.  

სანდრო ბაზაძე 2013 და 2014 წლებში ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2018 წელს საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე გახდა. 

დღეს პლოვდივში კიდევ ერთი ქართველი, ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს.  ვუსურვებთ ლიკას წარმატებას!

Facebook Comments