ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის მეორე რაუნდის შესახებ

ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის ამერიკელებისთვის დარიგების მეორე რაუნდი – ჯერ კიდევ უმეტესობა რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ სენატშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად.

წარმომადგენელთა სახლმა ის მაისის ბოლოს უკვე დაამტკიცა, კანონპროექტს გმირების აქტი ეწოდება (Heroes act) და 3 ტრილიონი დოლარის დახარჯვაზეა გათვლილი, რაც ძირითადად მოსახლეობის თითოეულ სულზე $1200 გულისხმობს საჩუქრად.

ასევე იგულისხმება ბონუსები იმ გმირი ამერიკელებისთვის, რომლებმაც პანდემიის საშიშროების და მიუხედავად სამასახური არ დატოვეს აღნიშნულ პერიოდში (მხოლოდ გარკვეული პროფესიები, პოლიცია, სახანძრო და საავადმყოფოები).

პაკეტი გათვლილია ბიზნესების დაბალპროცენტიანი სესხების დასაკომპლექტებლადაც და უმუშევრობის ყოველკვირეული დახმარებისთვის, რომელსაც წინა კანონპროექტის მიღების თანახმად, ივლისის ბოლოს გასდის ვადა.


თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩევლების რეკომენდაციით, მასტიმულირებელი ჩეკების დარიგება ჯერ ადრეა, რადგან ადამიანები აღარ ცდილობენ სამსახურში გასვლას თუ ფული დაურიგდათ, მიზეზი ისაა, რომ უმუშევრობის დახმარებას ისედაც იღებენ. მაისის მეორე ნახევრის კვირაში უმუშევრობა 14,7%-იდან შემცირდა 13,3%-მდე, ვაშინგტონის აზრით, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის.


მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადგენილი დრო იმაზე, თუ როდის დაიწყება მასტიმულირებელი ჩეკების მეორე რაუნდი, კანონპროექტის დამტკიცებას, ყველა ოფიციალური პირი და გაზეთებიც ივლისის თვეზე მიანიშნებენ.


სხვა მასტიმულირებელ ღონისძიებებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ კანონპროექტში ერთი დეტალი შეიტანა, რომელიც ეხებათ მათ, ვინც 2020 წელს დასვენებას გადაწყვეტს და საგზურს იყიდის, ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ამერიკელებს წლის ბოლოს დეკლარაციაში გარკვეულ საგადასახადო შეღავათებსაც ჰპირდებიან, (სავარაუდოდ სპეციალური კრედიტი იქნება).

ამის მიზანია საზოგადოების წახალისება, რათა ფული (ეკონომიკის სისხლი ამ მომენტში), დაიხარჯოს აშშ-ში და არა საზღვარგარეთ, ამით კი ეკონომიკამ იმუშავებს. მსგავსი მაგალითი უკვე არსებობს იაპონიაში.


კანონპროექტში არ დავიწყებიათ არალეგალურად მომუშავე ამერიკელები, რომლებსაც საგადასახადოს ნომერი (Tax ID) გააჩნიათ და გადასახადი გადაიხადეს 2019 წელს (დეტალები ჯერ არ არის ცნობილი).


IRS-ს განცხადებით, 35 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ პირველი რაუნდის ჩეკებს ელოდება.

სტატია მოამზადა, შეერთებული შტატებში ლიცენზირებულმა საგადასახადო ექსპერტმა – დალი ხოხობაშვილმა

Facebook Comments