ტრამპის ცვლილებები SNAP-ის პროგრამაში

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანს დავალა The Supplemental Nutrition Assistance Program (SNAP) წარსულში ცნობილი “Food Stamp”-ის სახელით, პრობლემური საკითხის გადახედვა და დროულად აამოქედოს ახალი წესი რომელიც მისმა ადმინისრაციამ შეიმუშავა. ახალი წესის თანახმად საკვების ტალონების გარეშე დარჩება 3 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი (ტალონების მიმღებთა 9%).

სოფლის მეურნეობის მდივანი სონი პერდიუს განმარტებით უნდა შეიცვალოს შტატების მხრიდან ფედერალური პროგრამების მიმართ ასეთი რბილი დამოკიდებულება, რომელიც საბიუჯეტო სიკეთეების ბოროტად გამოყენებას ემსგავსება.

პერდიუ საუბრობს შტატების მიერ SNAP-ის გაცემას ისეთ ადამიანებზე რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარზე და რადგანაც ადამიანი რომელიმე ერთ პროგრამაშია ჩართული ის ავტომატურად ითვლება SNAP-ის პოტენციურ მიმღებად. პრეზიდენტ ტრამპის მიერ პერდიუსთვის შეთავაზებულ ახალ წესებს მკაცრი განსაზღვრება ექნება იმისა, თუ ვინ შეიძლება მიიღოს ფედერალური დახმარება.

სხვადსხვა ექსპერტების გაანგარიშებითა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, კვების ტალონები და ზოგადად “ველფეარის” ანუ კეთილდღეობის საბიუჯეტო პროგრამიდან უნდა ამოვარდეს სამი-მილიონ-ასი-ათასი ბენეფიციარი. რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად დააზოგინებს 3 მილიარდამდე დოლარს. შეგახსენებთ, რომ ა.წ. აპრილის მონაცემებით, აშშ-ში კეთილდღეობის ფედერალურ პროგრამაში ჩართულია 36 მილიონი ადამიანი, რომელთაც, ყოველთვიურად სულ მცირე 121$ აქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

თუკი ახალი წესი ამოქმედდება, მაშინ მის თანახმად საკვების ტალონებს ვერ მიიღებენ ის ოჯახები, ვისი შემოსავალიც 130%-ით აჭარბებს ფედერალურ სიღარიბის ზღვარს. ზემოთ ხსენებული წესები ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ.

რედაქციისგან: ცვლილება უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოიდგინეთ შემდეგი სცენარი – ოთხი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს $32,640-ს და მათი დანაზოგის თანხა არ უნდა აღემატებოდეს $2,250-ს, წინააღდემდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ მიიღებენ SNAP-ით გათვალისწინებულ საბიუჯეტო სიკეთეებს.

წყარო სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადება

Facebook Comments