მოსალოდნელი თოვლის ქარიშხალი

462368570-snow-swirls-in-white-out-conditions-during-a-blizzard.jpg.CROP.promo-mediumlarge.jpg

როგორც მეტეოროლოგიის ფედერალური სააგენტო იუწყება, ქალაქ ნიუ იორკში და მის მიდამოებში (ლონგ-აილენდი, ვესტჩესტერი, ნასა) მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. უქმეებზე თოვლის ქარიშხალს ელოდებიან, რომელიც შაბათ ღამით დაიწყება და მთელი კვირა დღე გასტანს.

კვირას, ჰაერის ტემპერატურა 30-32 F-მდე დაეცემა (-1-0 C) რის გამოც გართულდება ავტობანებსა და ქალაქის ქუჩებში გადაადგილება, თოვლი დაიწყებს ლღობას შემდეგ კი გაყინვას. ყველა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, რათა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ გამოიყენონ ავტომანქანები და გადაადგილდნენ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ორშაბათს მოსალოდნელია წვიმა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიოროს ტერიტორიაზე. ორშაბათ დღის ბოლოს მოსალოდნელია ყინვა 10-F (-12 C), რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

სინოპტიკოსების აზრით 2019 წლის ზამთარი რეკორდულად უჩვეულოა, რადგანაც როგორც წესი, ქალაქ ნიუ იორკში და მის შემოგარენში ასეთი დაბალი ტემპერატურები მხოლოდ 1-2 კვირის განმავლობაში და ისიც მხოლოდ იანვრის თვეში იყო, თუმცა წელს ზამთრის სუსხი მარტის თვეში გადავიდა და მთელი მარტის განმავლობაში ტემპერატურა 10-15F შენარჩუნდება, ნაცვლად 40F-ისა, რომელსაც მოელოდნენ სინოპტიკოსები.

წყარო

Facebook Comments