ა.შ.შ-ს ცენტრალური შტატები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

ოკლაჰომა, არკანზა, ნებრასკა, ოჰაიო და ინდიანას შტატები დაზარალდა ბუნებრივი კატაკლიზმებით. გასული ორი დღის განმავლობაში კოკისპირული წვიმები, მსხვილი სეტყვა, ტორნადო და ქარიშხალი დაატყდა თავს ზემოთ სხენებულ შტატებს. სტიქიამ რომელმაც ათასობით ადამიანის საკუთრება დააზიანა და ბევრი მათგანიც უსახლკადროდ დატოვა, ამ დროისათვის ჩაწყანრებულია. ზარალი დიდია და მას ჯერ კიდევ ითვლიან, საკომუნიკაციო და კომუნალური მაგისტრალების დაზიანების გამო მთელი ქალაქებია მოწყვეტილი გარესამყაროს.

არკანზას შტატის ქალაქ ვან ბურენისა და ფორთ სმითის სრული ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგანაც მოსალოდნელი იყო წყალდიდობა და ქალაქების დატბორვა. დატბორვის შიშით მსგავსი ევაკუაცია გამოცხდდა შტატ ოკლაჰომას ქალაქ თალსეში.

30-მდე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, 100-მდე დაშავებულია და ჰისპიტალიზირებულია, ხოლო ათასობით უსახლკადროდ არის დარჩენილი.

ამინდის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: ტორნადომ ოჰაიოს შტატში მონთგომერის ოლქში მძვინვარებდა და ქალაქი დეიტონა დააზარალა, რის შედეგადაც 5 მილიონამდე ადამიანია დარჩენილი ელ.ენერგიის გარეშე. 64 ადამიანის ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო, ხოლო გარდაცვლილია ერთი – 81 წლის მამაკაცი, რომლის სახლსაც დაეცა სატვირთო ავტომანქანა.

გთავაზობთ ფოტოებს დაზარალებული შტატებიდან:

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.