შტატები ტრამპის ახალი რეგულაციის წინააღმდეგ

ა.შ.შ-ს უზენაეს სასამართლოში 14 შტატის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა საჩივარი თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის წინააღმდეგ.

მომჩივანი შტატების სია ასე გამოიყურება: კოლორადო, დელავერი, ილინოისი, მერილენდი, მასაჩუსეცი, მიჩიგანი, მინესოტა, ნევადა, ნიუ ჯერზი, ნიუ იორკი, ნიუ მექსიკო, როდ აილენდი, ვირჯინია და ვაშინგტონი. ჩამოთვლილი შტატების გენ.პროკურორები ითხოვენ იმ კაბალური რეგულაციის გაუქმებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და დააანონსა მისი ძალაში შესვლა ა.წ. ოქტომბრის თვეში. იხ.სტატია

შტატების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ამ რეგულაციით ადამიანებს მიადგებათ გამოუსწორებელი ზიანი. რეგულაციის ამუშავებით სამიზნე გახდებიან ისეთი ადამიანები ვისაც არ აქვს წვდომა ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასთან ან დაზღვევაზე, ამით, ისინი იძულებული გახდებიან აღარ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ასევე, ახალშობილი ბავშვების მშობლები მუდმივი ბინადრობის მოწმობის დაკარგვის შიშით, საფრთხეში ჩააგდებენ ჩვილთა ჯანმრთელობას, რადგანაც რეგულაციის მიხედვით ჩვილთა საკვებით დახმარების პროგრამისა და ხელმოკლე პირთა საკვები ტალონების პროგრამის გამოყენების გამო “დაისჯებიან” და უარი ეთქმებათ ბინადრობის (იგივე გრინქარდი) მოწმობის მიღებაზე და შემდგომში ნატურალიზაციის (მოქალაქეობის მიღების) პროცესის გაჭიანურებით ან საერთოდ უარის თქმით.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შესახებ ჩვენი რედაქცია ოპერატიულად რეჟიმში შემოგთავაზებთ . წყარო

Facebook Comments