2 ტრილიონი დოლარი – სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა მიაღიწეს შეთანხმებას და დაამტკიცეს 2 ტრილიონი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც გამოიყოფა პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

დახმარების პაკეტი ითვალისწინებს $1,200-მდე დახმარებას სრულწლოვან ამერიკელზე და $500-ს თითოეულ ბავშვზე ოჯახში. მოქალაქეები ჩეკების მიღებას დაიწყებენ აპრილის პირველ კვირებში.

დახმარების ოდენობა დამოკიდებული იქნება 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაციაზე, რომელიც ჩააბარა მოქალაქემ. თანხები გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

  • წლიური საშემოსავლო დეკლარაცია შევსებული ეული ან დაოჯახებული პირის მიერ, რომლის შემოსავალი წლიური $75,000 ან ნაკლებია.
  • დაოჯახებული წყვილების შემთხვავაში, თუ საერთო დეკლარირებული წლიური შემოსავალია $150,000.
  • ეული პირი, რომლის წლიური დეკლარირებული შემოსავალი $99,000-ია ან მეტი, ის ვერ მიიღებს დახმარებას.
  • ეული ან დაოჯახებული პირები ჩეკს არ მიიღებენ თუ მათი ერთიანი წლიური დეკლარირებული შემოსავალი $198,000 ან მეტია.

Gig workers და Freelancers მომუშავე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება კვირაში $600. ამ ფედერალურ დახმარებას მიიღებენ 4 კალენდარული თვის განმავლობაში + იმ დახმარებას, რასაც შტატი დააწესებს.

ხაზინის დანარჩენი თანხა გადანაწილდება საჭიროების შესაბამისად. ვაქცინის შემუშავების პროგრამა დაფინანსდება 10 მილიარდი დოლარით, FEMA – ფედერალური საგანგებო სიტუაციების სააგენტო მიიღებს დამატებით 5 მილიარდ დოლარს.

რედაქციისგან: ჯერ-ჯერობით არ არის არანაირი ინფორმაცია, გავრცელდება თუ არა ეს დახმარება მუდმივ მაცხოვრებლებზეც (მათ, ვისაც აქვს გრინ-ქარდი) და თავშესაფრის მაძიებლებზე. ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ წელს მიიღეთ ბინადრობის მოწმობა და 2018 წელს არ ჩაგიბარებიათ შემოსავლის დეკლარაცია. როგორც კი რამე გახდება ცნობილი, ჩვენი რედაქცია ოპერატიულად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

წყარო

Facebook Comments