ვის ეკუთვნის დახმარება?

პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური ზარალის დასახმარებელი მასტიმულირებელი კანონის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება, რადგანაც კანონის ინტერპრეტირება უამრავი ვერსიით არის შესაძლებელი, რაც რთულია განსაკუთრებით იმ იმიგრანტებისთვის, ვისაც ენის მწირი ცოდნა აქვთ. ამ დროს, ბევრი ინდივიდი გაავრცელებს საკუთარ აზრზე და “გამოცდილებაზე” ან “კომპეტენციაზე” დაფუძნებულ ინტერპრეტაციას, რაც განხილვისა და სჯა-ბაასის საგანი გახდება. თუმცა, მნიშვნელოვანია რას გვეუბნებიან იურისტები და არა სხვადასხვა ჯგუფების ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია კანონის სწორი გაგება და მისი გააზრება. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ თეთრი სახლი სხვაგვარ ინტერპრეტირებას მოახდენს და მოარგებს ამ კანონს რესპუბლიკის საჭიროებებს.

ვინ არის არა-რეზიდენტი?
არა-რეზიდენტად ითვლება ყველა ის პირი, რომელსაც არ აქვს: ამერიკის მოქალაქეობა, არ არის დაბადებით ამერიკის მოქალაქე, არ აქვს მწვანე ბარათი, არ არის ლტოლვილის სტატუსის ან პოლიტიკური თავშესაფრის მქონე პირი.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ამ დახმარების მიღების შემთხვევაში, იმ პირებისთვის, რომელთაც ახალი საიმიგრაციო კანონის (PUBLIC CHARGE) მიხედვით ეზღუდებოდათ (ან უარყოფით გავლენას ახდენდა მოქალაქეობის ან მწვანე ბარათის მისაღებად) სოციალური ბენეფიტების პაკეტის მიღება (welfare, medicaid, food stamps) კორონავირუსის გამო მიღებული ფინანსური ზარალის/შემოსავლების შემცირების დადასტურების შემთხვევაში, არ შეეხებათ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციები. ასევე, უარყოფითად არ აისახება მათ საქმეებზე სამედიცინო თვალსაზრისით მიღებული ნებისმიერი სახელმწიფო დახმარება; კანონი PUBLIC CHARGE-ის შესახებ და მისი სანქციები არასაგანგებო სიტუაციაში ეხებათ ქორწინებით, ნატურალიზაციით და მწვანე ბარათის გათამაშებაში მიღებული მწვანე ბარათების მფლობელებს. ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიმიგრაციო სააგენტოს კომუნიკე ინგლისურ ენაზე

ვინ შეიძლება მიიღოს დახმარება?
კანონი ცალსახად მიგვანიშნებს, რომ დახმარებას მიიღებს ყველა ის პირი, ვინც ითვლება რეზიდენტად, არარეზიდენტები ვერ მიიღებენ ამ დახმარებას. ასევე ვერ მიიღებენ ის პირები ვინც სხვის კმაყოფაზე იმყოფებიან. ხანდაზმულები და ვეტარანი პირები, დაუსაქმებელი და დაბალი შემოსავლის მქონე პირები აუცილებლად მიიღებენ დახმარებას. სენატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარეს ჩაკ გრასლის განცხადებით ყველა ის პირი, ვინც იღებს SS ბენეფიტებს მიიღებენ დახმარების ჩეკებს.

მათ, ვისაც არ ჰქონია შემოსავალი ან SS (ხაზინის) კმაყოფაზე იმყოფებიან და არ იყვნენ ვალდებულები ჩაებარებინათ 2018 და 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაციები, სახელმწიფო გამოიყენებს ინფორმაციას SSA-1099 და RRB-1099 ფორმების დახმარებით. ეს ფორმები მხოლოდ გავრცელდება იმათზე ვინც ხაზინიდან იღებს სხვადასხვა სიკეთეს.

როგორ მოხდება დახმარების განაწილება?
მათ, ვინც საშემოსავლო დეკლარაცია შეავსო მარტომ მიიღებენ დახმარებას 1,200$ ოდენობით. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავალი არის 75,000$, ამ თანხაზე მეტის შემთხვევაში, შემოსავლის ყოველ 1000$-ზე გამოაკლონ 50$. მაგ: წლიური შემოსავალია 76,000 მაშინ დახმარების ჩეკი იქნება 1,150$. ვისი წლიური შემოსავალიც არის 99,0000$ ან მეტი – დახმარების ჩეკი არ ერგებათ.

თუ დეკლარაცია შეავსეთ როგორც მეუღლეებმა/წყვილმა, მაშინ დახმარების ოდენობა განიზასზღვრება 2,400$-ით და დამატებით 500$ ყოველ ბავშვზე. თუმცა, თუ წყვილის წლიური შემოსავალი აჭარბებს 150,000$-ს მაშინ დახმარების ჩეკს დააკლდება იმდენივე, როგორც ზემოთ მოცემულ ფორმულაშია. რაც უფრო მეტია თქვენი წლიური შემოსავალი, მით უფრო ნაკლები იქნება ხაზინის დახმარების ჩეკი.

ის ადამიანები ვინც ავსებენ წლიურ დეკლარაციას როგორც ოჯახის მეთაური და მათი შემოსავალი 112,000$-ზე მეტია, მაშინ ჩეკს დააკლდება ზემოთ ხსენებულ ფორმულაში მოცემული სქემით. თუ 112,000$-ია ან ნაკლები, მაშინ ჩეკი იქნება 1,200$ და ყოველ ბავშვზე 500$. ზრდასრულის დახმარების ჩეკის საბოლოო ოდენობა, დამოკიდეული იქნება იმაზე, თუ რამდენი ბავშვი გყავთ ოაჯხში.

წლიური შემოსავლის გამოანგარიშება მოხდება 2019 წლის მონაცემებით, მაგრამ თ ჯერ არ გაგიგზავნიათ, მაშინ ხაზინა გამოიყენებს 2018 წლის მონაცამებეს.

როგორ მიიღებთ დახმარების თანხას?
თქვენს მიერ ბოლო საშემოსავლო დეკლარაციაში გამოყენებული საბანკო ანგარიშზე დაჯდება თანხა, და ამავდროულად, ბოლოს გაგზავნილ დეკლარაციაში გამოყენებული მისამართზე ფოსტით მიიღებთ ხაზინისგან გადმორიცხვის დასტურის წერილს. გადმორიცხვები დაიწყება უახლოეს პერიოდში, თუმცა არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკმებრისა. წერილზე იქნება მითითებული შემოსავლების სამსახურის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ .

Facebook Comments