სტიქია ლუიზიანას შტატში.

დაზარალებული მიდამო

ლუიზიანაში შტორმმა „ბერიმ“ წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს. შტატის ხელისუფლება ფიქრობს, რომ სტიქია კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ამიტომ სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოსალოდნელია შტორმი და ძლიერი წვიმები ახალ ორლეანშიც.  

ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ბერის“ სიჩქარე შენელდა და ახლა 60 მაილსი (96 კმ)/საათშია. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ბარის“ გამო ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Facebook Comments